MDF Can't see images? Click here...
#5 (45), 2-8 თებერვალი, 2015

კვირის მიმოხილვა

2-8 თებერვლის პერიოდში შემდეგი ფაქტები გამოვლინდა: სიძულვილის ენა ტრანსსექსუალების მიმართ (1); ძალადობისკენ მოწოდება (3); რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია (2); ქსენოფბია (7); არმენოფობია (1); ჰომოფობია (7); გენდერული სტერეოტიპები (1); შშმ პირების დისკრიმინაცია (1); ანტიდასავლური განწყობები (23).

0

სიძულვილის ენა

პრაიმ ტაიმი, 2 თებერვალი

დათო ქაცარავა, მსახიობი: "საზოგადოებამ „გააბლატავა“ ეს [ტრანსსექსუალები] არარაობები. ეს დღევანდელი საზოგადოების კიბო და პრობლემაა... ტიპებს ყველაფრის უფლება აქვთ და გამოდიან აქ ვითომ ჩვეულებრივები, მაგრამ სულით ავადმყოფები"...

0

ძალადობისკენ მოწოდება

მაესტრო, ცხრიანი, 5 თებერვალი

ომარ ნიშნიანიძე, ქართული ოცნება: "პარლამენტში 30 დღით კი არა, საერთოდ არ შემოვალ, ოღონდაც ცხვირ-პირს მაინც დავუნაყავთ, თუ საჭირო იქნა." 

ასავალ-დასავალი, 2-8 თებერვალი

რეზო ამაშუკელი, პოეტი: "... მაშინ უნდა გამეხეთქა თქვენთვის [გია გეწაძე] თავები და ახლა უკვე გარეთ ვიქნებოდი"...


ასავალ-დასავალი, 2-8 თებერვალი

დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი: "ზაზა გაბედავა... იქვე ექსკლუზიურად აცხადებს, რომ მან და მისმა მეგობრებმა თავის დროზე 


გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვეს, როცა გიგა ბოკერია არ დახვრიტეს!

რომან დუმბაძე, იბერიულ-კავკასიური მოძრაობა: "ერთ-ერთი ჩვენი თანამებრძოლი სანდრო გიგა ბოკერიას უპირებდა დახვრეტას და დახვრეტდა კიდეც, მაგრამ ირაკლი ურუმბეგაშვილმა გადაარჩინა ეგ ნაძირალა, ეგ გათახსირებული იეღოველი და ქართველი ერის მოღალატე!"

0

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია

ასავალ-დასავალი, 2-8 თებერვალი

ზაზა დავითაია, ჟურნალისტი: "საქართველოში მეჩეთების მშენებლობის ბუმია. მავანი კი, ათობით ტაძარს გვედავება...

მირიან ფალიანი, მოძღვარი: ... მაგრამ ნუ მოინდომებენ, თავიანთი სალოცავები უკონტროლო რაოდენობით ააშენონ და მართლმადიდებლები უმცირესობაში მოგვაქციონ. დაე, თავად უწყოდნენ, რომ ჩვენზე წინ არ დგანან! "

კავკასია, სპექტრი, 5 თებერვალი

ირაკლი მაჭავარიანი, პრეზიდენტ შევარდნაძის ადმინისტრაციის თანამშრომელი: "ის საქართველოს მოქალაქეები, რაც მეტი წავლენ [სირიაში] და უკან აღარ დაბრუნდებიან, ეხლა...

დიახ, ბატონო, მე არ დამიმალავს არასდროს, რომ ჩემი სასურველი, ასე ვთქვათ, მდგომარეობა ამ ქვეყანაში ის არის, რომ ქვეყანა იყოს არა მხოლოდ ეროვნული თვალსაზრისით, არამედ რელიგიური თვალსაზრისითაც კონსოლიდირებული"...

0

ქსენეოფობია

საზოგადოებრივი მაუწყებელი, პირველი სტუდია, 6 თებერვალი

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტია: "...როცა შიდა ოკუპანტი გაგიყიდის იურიდიულად მიწას პაკისტანელზე, ირანელზე, ინზე თუ სამხრეთ აფრიკელზე, ამ შედეგებს ვერაფერი ვერ ასწორებს, ეს ოკუპაცია არის სამუდამო. "

ასავალ-დასავალი, 2-8 თებერვალი

ელიზბარ ჯაველიძე, სახალხო კრება: "წარმოიდგინეთ, რა საშინელება დატრიალდება იმ დღიდან, როგორც კი საქართველოს პარლამენტი ამ კანონს დაამტკიცებს: ინდოელი მემამულე გაყიდის საკუთარ სამშობლოში 1 ჰექტარს და იმ ფასად საქართველოში 400 ჰექტარს შეიძენს."

რეზონანსი, 7 თებერვალი

მამუკა არეშიძე, ექსპერტი: "აჭარაში პრაქტიკულად იქამდეა საქმე მისული, რომ დღეს სხვა ტომის ადამიანი უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, ვიდრე საქართველოს მოქალაქე. აჭარის მკვიდრნი იბრძვიან სირიასა და ერაყში. ქვემო ქართლში რამდენიმე სახელმწიფო წარმომადგენლის მხრიდან გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს ადამიანის გონების დასაბინდად და იქ რელიგიური ფუნდამენტალისტები ძალიან აქტიურები არიან."

რეზონანსი, 3 თებერვალი

ირაკლი პეტრიაშვილი, პროფკავშირების ხელმძღვანელი: "ჩინელები რომ აშენებენ ქალაქს, იქ ბეტონს ქართველი ვერ მოზელდა, გზას ქართველი ვერ დააგებდა?"

ობიექტივი, ღამის სტუდია, 5 თებერვალი

ნინო გუგეშაშვილი, ჟურნალისტი: "ადამიანებო, აბსოლუტურად მთელ საქართველოს მივმართავ. ჩვენ მივდივართ გენოციდამდე. სრული გენოციდია ქართელი ერის, ხალხო...

მე ვგმობ იმას, რომ ჩინელები ცხოვრობენ, ინდოელები ცხოვრობენ, ეს არის, ეს უნდა იყოს ყოველთვის?"...

ასავალ-დასავალი, 2-8 თებერვალი

გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: "თქვე კაი დედამამიშვილებო,... იმაზე იზრუნეთ, როგორ გახადოთ მომგებიანი ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება და როგორ დაიცვათ ქართული ბაზარი იაფფასიანი უცხოური ნაგვისგან, რომელიც უწყვეტ ნაკადად შემოედინება ქვეყანაში!..

მოკლედ, ამ ყველაფერს ისევ და ისევ ანტიქართული, ლიბერასტული სურნელი ასდის!"

Geworld.ge, 4 თებერვალი

ჯაბა ჟვანია, ავტორი: „ორმა პარტიამ - “ნაცებმა” და“რესპებმა” - მათთან ერთად “არასამთავრობოების” მეხუთე კოლონამ ყველაფერი გააკეთეს, რომ ქართულ მიწას უცხოელი დაპატრონებოდა. საუბედუროდ, მათ ამ მიზანს მიაღწიეს.“

0

არმენოფობია

ალია, 3 თებერვალი

მასალა შეეხება გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 2014 წლის 23 ივლისის რეზოლუციას, რომელსაც გაზეთის ვერსიით, სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წარმომადგენლის, ლევონ ისახანიანის მოხსენება დაედო საფუძვლად.

პაატა ცნობილაძე, საერთაშორისო სამართლის დოქტორი: "საქმე ისაა, რომ სწორედ ამ რეზოლუციის საფუძველზე... სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ მიმართა საქართველოს მთავრობას თითქოს და ტოტალიტარული რეჟიმის დროს სომეხთა სამოციქულო ეკლესიისთვის ჩამორთმეული არც მეტი არც ნაკლები 442 ტაძრისა და მონასტრის ... საკუთარი ქვეყნის საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესების, საკუთარი უფლებების დაცვაზე ზრუნვა შუღლის გაღვივება არაა ... გამოდის, რომ ქვეყანას ომით კი არა, უომრად ვკარგავთ და ამას ხელს უპასუხისმგებლო ჩინოვნიკები უწყობენ."

0

ჰომოფობია

ასავალ-დასავალი, 2-8 თებერვალი

დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი: "საკმარისია, რომელიმე პედერასტს ფეხი გადაუბრუნდეს, რომ „იდენტობის“ თვალებბრიალა ლიდერი ირაკლი ვაჭარაძე მაშინვე ტელესტუდიაშია გამოჭიმული და ოჯახიდან გაგდებული ქალივით იწყევლება"...

ასავალ-დასავალი, 2-8 თებერვალი

დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი: "ერთი სტყვით, ხარშილაძე აშკარად იქითკენ მიანიშნებს, რომ ოთახში ჟვანიასა და უსუპოვს შორის გარყვნილი ურთიერთობის სურათს წააწყდა!

ლალი ანთია, ყოფილი პატიმარი: ...აი, ამ მართლაცდა პედერასტების ნათქვამიდან რამე დაიჯერება?"

ასავალ-დასავალი, 2-8 თებერვალი

გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „ოცნების“ დეპუტატმა, რესპუბლიკელმიდრეკილმა ლიბერასტმა თამარ კორძაიამ, როგორც იტყვიან, საკუთარ თავსაც კი აჯობა! ..

იმიტომ, რომ ეს თამარ კორძაია გაპარლამენტარებამდე ამაყად აცხადებდა, საქართველოში ერთსქესიანი ქორწინების დაკანონების მომხრე ვარ და სექსუალური უმცირესობების ხმალამოღებულ დამცველად მიგულეთო!"..

Geworld.ge, 3 თებერვალი

დავით მხეიძე, პუბლიცისტი: "კარლ ბილდტების მსგავსი პედერასტების მიერ დაფინანსებული "ასოები" ყველას და ყველაფერს იცავენ საქართველოში ლგბტ-პედერასტებით დაწყებული და მაწანწალა ძაღლებით დამთავრებული!"

კვირის ქრონიკა, 2-8 თებერვალი

დავით ქაცარავა, მსახიობი: "მეტრაკე იქნება რიგითი... ძალიან გადა...ით ზოგადად „ლგბტ“-ებმა და ცოტა ტრაკზე მოჯექით!!" (newposts.ge)

Geworld.ge, 4 თებერვალი

სათაური: "ქართველი გეი იკო მამაკაცებს ტელეფონით სექს მომსახურებას აძალებს"

0

გენდერული სტერეოტიპები

პრაიმ ტაიმი, 2 თებერვალი

დათო ქაცარავა, მსახიობი: "სილამაზის ეტალონად კესარია [ტრანსგენდერი] აბრამიძე მოჰყავთ. კარგი, რააა! საქართველოში ლამაზი ქალი დაგველია ? როგორი შეურაცხყოფაა ქალებისაც და კაცებისაც საერთოდ ყველასი."

0

შშმ პირების დისკრიმინაცია

ობიექტივი, ღამის სტუდია, 5 თებერვალი

ნინო გუგეშაშვილი, ჟურნალისტი: "გოგონას, რომელსაც ნორმალური მდგომარეობა აქვს ფიზიკურიც და სულიერიც, ალბათ, თქვენც დამეთანხმებით, რომ 1 %-ია იმის, რომ გაჰყვეს, სიტყვაზე, ფიზიკურად დავრდომილს, და ა.შ. ფსიქიურად შეშლილს."


0

ანტიდასავლური განწყობები

საქინფორმი, კვირის ქრონიკა, 2 თებერვალი

ნინო ბურჯანაძე, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა: "თუ ჩვენ ნატოს ბაზის სანაცვლოდ მზად ვართ აფხაზეთი და სამაჩაბლო დავთმოთ, მაშინ ეს ვთქვათ ხმამაღლა“.

ალია, რეპორტიორი, 4 თებერვალი

გოგა ხაინდრავა, რეჟისორი: "თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა მოიგონა სიტყვა“კოჰაბიტაცია“, ან ბიძინა ივანიშვილმა, ძალიან ცდებით. საქართველოს ხელისუფლება დაავალდებულეს ძალიან მნიშნელოვანმა საერთაშორისო ძალებმა, აშშ-ს ადმინისტრაციამ კი პირდაპირ უთხრა, - ხელი არ ახლოთ „ნაციონალებს“, თორემ ხელებს დაგამტვრევთ, შიმშილით მოგკლავთ, ვერც ევროპაში შეხვალთ და ვერც ვერაფერს გააკეთებთ, დედას გიტირებთო,".

ალია, 5 თებერვალი

რეზო ამაშუკელი, პოეტი: "მოგმართავთ, ბატონო ნორლანდ, ისტორია თქვენ არ გაქვთ და სულიერება, გაიხსენეთ, როგორ შექმენით სახელმწიფო? და დამისახელეთ ქვეყანა, სადაც შეხვედით და სისხლის ტბები არ დააყენეთ? რატომ არ გვანებებთ თავს?.. დროა, მათ აირჩიონ, ან ეს მკვლელები და, ან ქართველი ხალხი, მაგრამ ფეხებზე ჰკიდიათ ამერიკელებს როგორც უკრაინა, ისე საქართველო!"

ასავალ-დასავალი, 2-8 თებერვალი

რეზო ამაშუკელი, პოეტი: "რაც შეეხება გამოსავალს, თუ საქართველო ამერიკის მონობისაგან არ განთავისუფლდა, საქართველოს საშველი არ იქნება! "

პრაიმ ტაიმი, 2 თებერვალი

ემზარ კვიციანი, ამბოხებისთვის გასამრთლებული პირი: "მე მახსოვს, როგორ მითხრა შევარდნაძემ, ამერიკელები ითხოვენ ხეობის ჩაბარებასო. ამიტომაც ვამბობდი, დაუმორჩილებლობის დროს, ნიღაბი ჩამოვხადე ამერიკელებს-მეთქი"...

საქინფორმი, 5 თებერვალი

არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმის რედაქტორი: "მათ [ამერიკელებმა] საქართველოში ჩანერგეს „ღია საზოგადოება“, „გამჭვირვალე საზოგადოება“ და „თავისუფლების ინსიტუტი“, რომლებიც განუწყვეტლად გვინერგავდნენ: „ნუ გრცხვენია შენი ცოდვების და ნუ დაიფარავ სასირცხო ადგილს ევასა და ადამის მსგავსად, თუნდაც შენ ლგბტ ანდა მეძავი იყო! იყავი ღია, გამჭვირვალე და თავისუფალი - ისეთი, როგორც გსურს! შენ ხომ ქართველი ხარ, შესაბამისად - ევროპელი, ამიტომ ინცესტი და ერთსქესიანი ქორწინება შენთვის ჩვეულებრივი ამბავია! იწამე არა ქრისტე, არამედ საკუთარი თავი, იყავი ლიბერტარიანელი, და არა ღვთის მონა! შენ ისეთი არ ხარ, როგორიც მასაა, შენ ელიტარული უმცირესობა ხარ, შენს თანაბარუფლებიანობას ანტიდისკრიმინაციული კანონი იცავს და უნდა ამაყობდე კიდევაც შენი არატრადიციული ინდივიდუალობით!“

იმედი, ქრონიკა, 6 თებერვალი

იური მეჩითოვი, ფოტოგრაფი: "აქ ძირითადი მოთამაშე არის ამერიკა, რომელიც უკვეთავს ამ მთელს ბაზარს... არც თვითონ მალავენ, რომ 5 მილიარდი დოლარი ჩადეს, რომ მომხდარიყო ეს გადატრიალება, რაც მოხდა უკრაინაში, რამაც დაანგრია უკრაინა და კიდევ ანგრევს."

ასავალ-დასავალი, 2-8 თებერვალი

ელიზბარ ჯაველიძე, სახალხო კრება: "ისევე, როგორც თავის დროზე დაგვაჩქარებინეს პირადობის მოწმობაში ეროვნების გრაფის გაუქმება და სანაცვლოდ, ევროპული ფსევდოლიბერალური ძალების წინაშე ქულები დაიწერეს. ახლაც დაჩქარებული ტემპით იღვწიან, რომ პარლამენტმა ქართული მიწების უცხოელებზე გაყიდვის დამუპველი კანონი მიიღოს. აი, ამიტომ არ მწამს მე „დასავლური დემოკრატიის“...

ასავალ-დასავალი, 2-8 თებერვალი

დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი: "ჩვენ არ ვიცით და მართლაც გამოსაკვლევია, რისთვის იხდიან უცხოელი სპონსორები საქართველოში ფულს - იმისთვის, რომ რუსთველზე გეიპარადები გაიმართოს თუ იმისთვის, რომ მაჭავარიანისა და გოგორიშვილის მიერ გაყალბებული არჩევნები, როგორც ეს არაერთხელ უქნიათ, „საიამ“ აკურთხოს?"

კვირის ქრონიკა, 2-8 თებერვალი

გიორგი ჯიქიაშვილი, ჟურნალისტი: "საქართველოს ფაქტობრივმა მთავარმართებელმა ნორლანდმა უმალ საპასუხო კომენტარი გააკეთა, ორგანიზაციები: „საია“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „სამართლიანი არჩევნებისთვის“ აშშ-ს მთავარი მოკავშირეები არიანო."

Geworld.ge, 4 თებერვალი

თამარ კიკნაძე, პოლიტოლოგი: „ზღაპარია, იმ ევროპულ ბაზარზე, რომელიც გაჯერებულია საქონლით, საქართველომ რაიმე მოგება ნახოს. დასავლეთისთვის ახლა საქართველოს ძირითადი მისია არის რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი სახელმწიფოს მისია, საქართველოც სწორედ ამისთვის სჭირდებათ.”

Geworld.ge, 4 თებერვალი

ანზორ მაისურაძე, გენერალ-მაიორი: "რატომ დავიტეხეთ თავზე ასეთი უბედურება [რუსეთ-საქართველოს ომი]? იმიტომ, რომ აშშ-ს სურდა რუსეთის კომპრომეტაცია საქართველოს მეშვეობით. ..

აშშ-ის ელჩი რომ აცხადებს, - ისინი [არასამთავრობოები] ჩვენი “მნიშვნელოვანი  პარტნიორები” არიანო, ჩემი აზრით, სხვა არაფერია, თუ არა, აღიარება, რომ, პირველი, ისინი აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ ფინანსდებიან...

საქართველოში 400 წელი ბატონობდნენ არაბები. ვერ გადაგვაგვარეს. 200 წელი ბატონობდნენ მონღოლები და ვერ გაგვამონღოლეს. 200 წელიწადი რუსეთის გუბერნია ვიყავით და ეროვნულობა მაინც შევინარჩუნეთ. ამერიკელები ამ ოციოდე წლის განმავლობაში ამაოდ ირჯებიან."

Geworld.ge, 4 თებერვალი

დავით მხეიძე, ავტორი: "ადრე თუ ე.წ. პოლიტიკური რუკები იყო მოდაში, ახლა შედით ინტერნეტში და იხილეთ ლგბტ-პედერასტული რუკა: მთელი სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკიაა გადაცისფერებული და დასავლეთ ევროპა.”

Geworld.ge, 3 თებერვალი

დავით მხეიძე, პუბლიცისტი: „ასოები დასავლეთის ნეოლიბერალური ძალების მეხუთე კოლონაა საქართველოში და შესაბამისად სააკაშვილის რეჟიმის დასაყრდენი!
ამიტომ, დიახაც უნდა ვიცოდეთ, ვინ და რაში უხდის ფულს ამ ბუდარა-ბუდარიხებს და როგორც რუსეთში, აქაც უნდა შეიზღუდოს მაგათი "უფლებადამცველი" თარეში...“

Geworld.ge, 4 თებერვალი

თამარ დავითულიანი, ავტორი: "ანუ, ამერიკელებს არ აინტერესებთ, რა საფრთხის წინაშე აღმოჩნდება საქართველო, როგორც სახელმწიფო, და დაემატება თუ არა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს კიდევ ერთიან მეტი დაუმორჩილებელი რეგიონი, მთავარია, ნატო “წავიდეს წინ”...

მხოლოდ უკრაინის მაგალითი იკმარებს, სადაც სახელმწიფო გადატრიალებას დაუფარავად შეუწყვეს ხელი და ახლა მთავრობის წევრებს პირდაპირ უნიშნავენ, მათ შორის, მათი “ძაღლიშვილი” “ნაციონალების” სახით...

Geworld.ge, 4 თებერვალი

ბაკურ სვანიძე, ავტორი: "გამოდის, რომ “ძია სემის” უკანალში თავის შეყოფა “თავისუფალი სიტყვა” ყოფილა...

უკვე დიდი ხანია, ჩვენი სამთავრობო-არასამთავრობოებიანად ამერიკელი “პოლიტიკური პლანტატორების” მონები რომ ვართ, ისედაც ცხადია...“

Geworld.ge, 4 თებერვალი

ჯაბა ჟვანია, ავტორი:ამაშიც ისევ ჩვენ ვართ დამნაშავე - 2014 წლის 27 ივნისს, როცა ევროკავშირთან ის ავადსახსენებელი ასოცირების ხელშეკრულება გავაფორმეთ, უნდა გამოვსულიყავით და გვეყვირა, რომ ეს არ არის ჩვენი ისტორიული არჩევანი...

2-3 წელიწადში ქართულ მიწაზე ქართველის ფეხი აღარ იქნება.“

ობიექტივი, ღამის სტუდია, 8 თებერვალი

ტელემაყურებელი: "ანექსია არ არის ის, რომ ამერიკა ბაზის შემოყვანას აპირებს კი არა, უკვე, აი, შემოყვანაზეა საქმე, საქართველოს ანექსიად არ ითვლება?.. ამერიკას სულაც არ უნდა, რომ საქართველო ნატოში შეიყვანოს. მთავარია, საქართველო გამოიყენოს რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში, ისევე როგორც უკრაინა. "

ვალერი კვარაცხელია, წამყვანი: "ე.ი. კადაფის ტრაგედია, თავისთავად ეს არ არის ერთჯერადი და შემთხვევითი აქტი. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა რეგიონსა და სახელმწიფოში მოქმედების ერთ-ერთი მეთოდი."

ობიექტივი, ღამის სტუდია, 6 თებერვალი

მაყურებელი: "აი, ეს დემოკრატია, რომელიც თქვენ ასე გიყვართ [მიმართავს გადაცემის წამყვან ირაკლი მანაგაძეს], ამერიკაში აბორიგენების მიმართ თუ არის დაცული გენაცვალე? რო არ არის, ხომ იცი კარგად? რატომ აყრი ხალხს თვალში ნაცარს?

მაყურებელი: ამერიკა არ არის დემოკრატიული ქვეყანა. 70-ია წლებში აბორიგენებს ვერტმფრენებით დასდევდნენ და ისე ხოცავდნენ. 70-წლებში, როდესაც ამერიკაში გამოსვლები იყო ხომ, ხალხი ქუჩაში დახვრიტეს."

ბიულეტენის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-­ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID მეშვეობით

იქნა გაწეული. მის შინაარსზე პასუხისმგებელია MDF და ის შესაძლოა, არ ასახავდეს USAID-ის და აშშ-­ის მთავრობის შეხედულებებს.

მედიის განვითარების ფონდი

http://www.mdfgeorgia.ge

info@mdfgeorgia.ge

You received this email because you signed up on our website or made purchase from us.

Unsubscribe