#4 (44), 26 იანვარი - 1 თებერვალი, 2015
|
|
|
არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება შუღლის გაღვივების თაობაზე ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით
|
|
განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციების აზრით, შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში შსს) მიერ მომზადებული, სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის, 2391-ე მუხლი შეიცავს გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვისა და კრიტიკული აზრის ჩახშობის საფრთხეს.
ვრცლად
|
|
26 იანვრის და 1 თებერვლის პერიოდში შემდეგი ფაქტები გამოვლინდა: ძალადობისკენ მოწოდება -5; ქსენოფობია -1; თურქოფობია -4; ჰომოფობია -7; გენდერული სტერეოტიპები -1; ანტიდასავლური განწყობები -15; დაუნის სინდრომით დაავადებულთა სტიგმატიზება -1.
|
|
|
|
|
კვირის პალიტრა, 27 იანვარი
სოსო ჯაჭვლიანი, ქართული ოცნება: „იცით რა, ამ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდებოდით, "ნაციონალები" პარლამენტიდან ცემა-ტყეპით რომ გამოგვეყარა...ხალხი იმდენადაა სამართლიანობას მოწყურებული, რომ სისხლის დანახვა უნდა. ერთმა მითხრა კიდეც, "ნაციონალები" რატომ არ დაასისხლიანეო. ეს ყველაფერი დაუსჯელობის სინდრომის შედეგია!“
|
|
|
|
|
კვირის ქრონიკა, 26 იანვარი -1 თებერვალი
გია კორკოტაშვილი, რადიოწამყვანი: "ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ კისერზე რომ გადავიდეს ყველაფერი, ჩვენ უნდა გამოვიდეთ ისევ, ქუჩაა, რაც იქნება, ორლულიანი თოფი იქნება თუ"...
|
|
|
|
|
კვირის ქრონიკა,26 იანვარი -1 თებერვალი
სოსო ჯაჭვლიანი, ქართული ოცნება: "ჩვენი ყველაზე დიდი დანაშაულია, როცა სააკაშვილი პარლამენტში მოვიდა 2013 წელს, თავისი დედის ერთი ადგილი უნდა დაგვეხურებინა თავზე და გაგვეგდო წიხლქვეშ."
|
|
|
|
|
ასავალ-დასავალი, 26 იანვარი
დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი: "დიახ, ცხონებული თეა ასათიანის მხატვრულ-პუბლიცისტური ოსტატობის წყალობით, სიცოცხლეშივე აძაღლებულ და მიცვალებულ მიხეილ სააკაშვილის მკვდრები ელაპარაკებოდნენ და ამ ყველაფერს ჰქონდა საოცარი ემოციური დატვირთვა...
საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არ ეყო ნება, ძალა და გამბედაობა, სამშობლოს დამაქცევარი მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან საღსალამათი არ გაეშვა"...
|
|
|
|
|
საქინფორმი, 29 იანვარი
თუკი ასეთი „პატრიოტი“ ხარ, განა საქართველოს არ აქვს დაკარგული ტერიტორიები შენი კერპის - მთავარსარდალი სააკიანის წყალობით?! გადი ტყეში, დაიწყე პარტიზანული ბრძოლა საქართველოში, დახოცე აფხაზები და ოსები, ნუ მოკვდები დაქირავებულ მებრძოლად დონეცკის აეროპორტში დოლარების გამო!
|
|
|
|
|
საქინფორმი, 29 იანვარი
მიდი, დახოცე რუსები, რომლებთან მხარდამხარაც დაამარცხე ჰიტლერი და რომელთა წყალობითაც დღეს შენი სამშობლო - საქართველო არსებობს! დახოცე რუსები, რომელთა წყალობითაც შენს შვილებს არ ყიდულობს სპარსი ჰარემში თავშესაქცევად! სამაგიეროდ, დღეს, რუსების გარეშე, ჩვენი ცოლები მათთვის საკუთარი ნებით მუშაობენ...
|
|
Geworld.ge, 28 იანვარი
სიმონ კილაძე, ექსპერტი: "თურქეთი მიიჩნევს, რომ აჭარა მისი ტერიტორიაა, მაგრამ დროებით თმობს. უარს კი არ ამბობს, არამედ გვითმობს და ყოველთვის შეუძლია, ეს საკითხი წამოჭრას. ჩვენ ხელგაშლით ვესალმებით, აეროპორტიც კი ავუშენეთ".
იმედი, იმედის კვირა, 1 თებერვალი
სოფელ კირნათის მკვირდი მამაკაცი: გათურქებას გარუსება არ ჯობია?
|
რუსთავი 2, პოსტსკრიპტუმი, 1 თებერვალი
რემზი ცინცაძე, სოფელ კირნათის მკვიდრი: მოვითხოვთ ვალოდია და ამან მოგვცა (უთითებს ლენინის ბიუსტზე) მიწები. თურქებმა რომ დაგვიპყრო, თურქების მერე მოვიდა და ლენინს მიწა ხალხს მე ამას ვენაცვალე (ლენინს) სულში.
შოთა წითელაძე, სოფელ კირნათის მკვიდრი: ჩვენ თურქების მიწებისთვის არ ვბრძოლობთ ჩვენ ვბრძოლობთ ჩვენი მიწებისთვის.
|
|
|
|
კვირის ქრონიკა, 26 იანვარი -1 თებერვალი
რეზო ამაშუკელი, პოეტი: ზოგს ძმა რომ გაუთხოვდა, ზოგიერთ დედაკაცს, თვალებს რომ მიჭყეტს ეთერიდან - ქმარი... აი, სანამდე მიიყვანეს საქართველო! გავწყდებით და ხურუშიანებსა და პედერასტებს საქართველოს არ დავუტოვებთ...
მაგათ (თავის მოწინააღმდეგეებს) აუცილებლად ჩავრეკავ ღორების კოლტში თავის „ნაციონალებთან“ ერთად, მაგ მოლიბერალო პედერასტებს.
კვირის ქრონიკა, 26 იანვარი -1 თებერვალი
რეზო ამაშუკელი, პოეტი: მეც კაცი ვარ და პედერასტიც კაცია, თუ როგორ არის?
|
|
ასავალ-დასავალი, 26 დეკემბერი -1 თებერვალი
დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი: "ბორჯომის რაიკოპერატივის კუთვნილი უნივერმაღის შენობის ხელში ჩასაგდებად მამუკა ხაზარაძის თიბისი ბანკმა“ ხელშეკრულება გააფორმა მამათმავლობაში მხილებულ ბორჯომის პოლიციის ყოფილ უფროსთან მამუკა ხვედელიანთან"...
|
Geworld.ge, 28 იანვარი
ჯაბა ჟვანია, ავტორი: „ეს ის მოსამართლეა (მერაბ ჯორბენაძე), რომელსაც 2013 წლის 17 მაისს სოდომისტების ორგიის ჩასაშლელად ჩატარებულ აქციაზე დაკავებული ორი სასულიერო პირის _ მამა ანთიმოზისა (ბიჩინაშვილი) და მამა იოთამის (ბასილაია) სასამართლო პროცესი დარღვევებით მიჰყავდა“.
|
|
|
|
საქინფორმი, 29 იანვარი
2015 წლის 20 იანვარს საქართველოში დასრულდა „ქართული ოცნება“ და დაიწყო „ნაციონალების კონჩიტა“...
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ ბოლო მოეღო, თუმცა იმავდროულად, საქართველოში დაიწყო „კონჩიტა“, ანუ ცისფერ ელფერიანი გლობალისტური ლიბერტარიანული ძალების დასასრული, რომელთა კერპებსაც ტრანსვესტიტი ვურსი და მიხეილ სააკშვილი წარმოადგენენ.
ალია, 28 იანვარი
დავით ქაცარავა, მსახიობი: “შენთან და შენნაირებთან არაფერი საერთო არ მაქვს და ვერ მექნება!!!! ძალიან გადა...ით ზოგადად „ლგბტ“-ებმა და ცოტა ტრაკზე მიჯექით!!“
|
|
გენდერული სტერეოტიპების კრიტიკა
|
|
ტაბულა, თეორემა და რუსთავი 2, არჩევანი, 27 იანვარი
ტელეკომპანია "ტაბულას" გადაცემა თეორემაში გავიდა ჩანაწერი, სადაც რესპონდენტი გიორგი გენდერულ სტერეოტიპებს მიმართავს ტაბულას თანამშრომლის მიმართ, რომელმაც სამართალ დამცავებს კანონდარღვევის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. აღნიშნული ჩანაწერი რუსთავი 2-სა და ტაბულას ეთერში პრობლემის საილუსტრაციოდ იყო მოყვანილი.
|
|
გიორგი [მოქალაქე]: მამა გყავს ისე კაცის ხელში იზრდები?
თორნიკე უსტარაშვილი, ტაბულას იურისტი: მაგას რა მნიშვნელობა აქვს?
გიორგი: აქვს მნიშვნელობა ეხლა შენს საქციელს, რაღაც ცოტა არ იყოს რავი ქალიც არ იზამდა...
მე მგონი პატრულში კაცი არ უნდა რეკავდეს.
|
|
ასავალ-დასავალი, 26 დეკემბერი -1 თებერვალი
ნინო ბურჯანაძე, გაერთიანებული დემოკრატიოული მოძრაობა: "საერთოდ არ მესმის, თავმოყვარე უკრაინელი ხალხი როგორ ეუბნება იმას, რომ საქართველოში დამნაშავე სისტემის შემქმნელი და ძებნილი ადამიანები მათ დღეს თავზე დაასვა საკუთარმა ხელისუფლებამ! ეს არის ძალიან სამარცხვინო დასავლეთისთვისაც, რომლის მხარდაჭერის გარეშეც უკრაინაში ნაციონალების გაპარპაშება ვერ მოხდება!"
|
|
|
|
|
ასავალ-დასავალი, 26 დეკემბერი -1 თებერვალი
თემურ შაშიაშვილი, გაერთიანებული დემოკრატიოული მოძრაობა: "ხელისუფლებაში მოკალათებულნი არიან არაქართული აზროვნებისა და მენტალიტეტის ადამიანები, რომელთა უკანაც დასავლეთის რეაქციული ძალები დგანან...
საქართველოში წარმატებით დასრულდა „სოროსიზაციის“ პროცესი... მრავალი ახალგაზრდული ორგანიზაცია ვიცი ათეულ მილიონიანი, გარედან შემოსული დოტაციით საზრდოობს და სანაცვლოდ, ეროვნულ იდეოლოგიას ებრძვის. ხელისუფლება კი ამ ორგანიზაციებს ელოლიავება და მათ აზრებს ითვალისწინებს. საბედნიეროდ, ბიძინა ივანიშვილს რამდენიმე შანსი კიდევ დარჩა, თავისი უმძიმესი შეცდომები გამოასწოროს!"
|
|
|
|
|
ობიექტივი, ღამის სტუდია, 29 იანვარი
ირაკლი კაკაბაძე, მწერალი კონფლიქტოლოგი: შეკვეთილი მკვლელობები დასავლეთშიც ხდება და რუსეთშიც ხდება. დასავლეთში ამისი უფრო მაგარი ტექნოლოგიებია რათქმა უნდა, დასავლეთში შეიძლება ისე მოკლან ადამიანი, ვერავინ ვერ გაიგოს....
ამერიკის პრეზიდენტმა რამე რომ გააკეთოს ამ კორპორატიული სამყაროს წინააღმდეგ მოკლავენ იმავე დღეს, როგორც ბატონი ჯონ კენედი მოკლეს.
|
|
|
|
|
ობიექტივი, ღამის სტუდია, 27თებერვალი
ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: თქვენ არ გეგონოთ, რომ იქ [პარლამენტში] ან პოზიცია არსებობს, ან ოპოზიცია. ეს არის უცხოეთიდან მართული ქართული პარლამენტი. პარლამენტი, რომელსაც დაუქნევენ თითს და აუწევენ რაღაცა დროშას, უნდა მიიღოს ანტიდისკრიმინაციული კანონი.
|
|
კვირის ქრონიკა, 26 იანვარი -1 თებერვალი
რეზო ამაშუკელი, პოეტი: მექრთამე „სახალხო პარტიები“ და დასავლეთი გააძღეს ჩვენი ფულებით [გიგა ბოკერიამ, გივი თარგამაძემ]...
ნათლისღებაზე სამების ტაძარში დავინახე მისი აღმატებულება (გამოთქმით) ნორლანდი, ჩვენს მართლმადიდებლურ ეკლესიას ძალიან რომ პატივს სცემს და რაშია საქმე, ბოლოს და ბოლოს? ეგ ამერიკელები, „ნაციონალებს“ რომ ხელს უსვამენ თავზე, როგორ უნდათ, ხალხი თავის მხარეს მიაბრუნონ? ... რომ გამოდიან და აცხადებენ, დასავლური ღირებულებებიო, რას ნიშნავს ეს? ის, რომ ბავშვი ისე უნდა გაიზარდოს, არ იცოდეს, გოგოა თუ ბიჭი და ესაა დასავლური ღირებულებები?"
საქინფორმი, 29 იანვარი
სათაური: „კავკასიური გაზაფხული“ - საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებების შემკვეთი არის აშშ
ჩვენ კი მორიდებით არ ვეკითხებით - რა ესაქმება რიჩარდ ნორლანდს მართლმადიდებელ ეკლესიაში?!
საქინფორმი, 30 იანვარი
Global Research: „ისტორიაში არცერთი სახელმწიფო არ წარმოადგენდა მთელი მსოფლიო თანამეგობრობისათვის ისეთ საფრთხეს, როგორსაც აშშ!“
„ბარაქ ობამა ემსახურება მხოლოდ მდიდრების ინტერესებს. ჩვეულებრივი ხალხისთვის მას მიუფურთხებია. ამერიკის პოლიციურ სახელმწიფოდ გადაქცევის პროცესმა, რომელიც ბუში-უმცროსის დროს დაიწყო, ობამას დროს თავის აპოგეას მიაღწია...
|
ობიექტივი, ღამის სტუდია, 1 თებერვალი
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი: მაგრამ უკრაინელები, მომართული ცხადია ამერიკელებისა და ამერიკელების მონა და მარიონეტი ევროპული ხელისუფლებების მხრიდან, ე. ი. აკეთებენ იმას, რაც მათ სურთ...
ვალერი კვარაცხელია, წამყვანი: ახლა, აი ამ ცენტრით (ნატოს საწრვთნელი ბაზა) უნდათ, რომ აქაც რაღაც პრობლემები შექმნან.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი: მერე მეორეც, რა ფასეულბებზეა ლაპარაკი - გეი პარადებზე?
ტელემაყურებელი: ბიზანტიიდან, უფრო ადრე დაწყებული, დასაავლეთი სულ ცდილობდა მართლმადიდებლობის დაცემას და ბიზანტიასთან დაკავშირებით ეს მოახერხა და შემდეგ გადმოვიდა რუსეთზე. ეს ბრძოლა არის მართლმადიდებლობის წინააღმდეგ...
რა არის დასავლური ღირებულებები, თუკი კარგად გადავჩხრიკავთ, ეგ არის ფულის ბატონობა. ქრისტე ბრძანებს ან მე ან ფული და ეს არის ფულზე აგებული საზოგადოება...
ვალერი კვარაცხელია, წამყვანი: მართალი ბრძანდებით...
თამარ კიკნაძე, პოლიტოლოგი: მე ძალიან მიკვირს ქართველი ადამიანების ლოგიკა, როდესაც ეკლესიაში დგანან პირჯვარს იწერენ, პატრიარქს პატივს სცემენ და მიისწრაფვიან ვთქვათ იგივე ევროპისაკენ, რომელიც აღარ არის ქრისტიანული, ესეც არ იციან მათ ... ევროპის კონსტიტუციაში ლაპარაკი არ არის ქრისტიანობაზე.
|
|
|
|
რეზონანსი, 28 იანვარი
იური მეჩითოვი, ფოტოხელოვანი: ეს მიაზანი (ნატო-ს საწვრთნელი ბაზა) არის საქართველოსთვის დამანგრეველი... ჩვენი სახელმწიფო, სამწუხაროდ, დამოუკიდებელი არ არის, ამიტომ იმას გააკეთებს, რასაც ეტყვიან.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი: "...მანამდე იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც ამერიკელმა პოლიციელებმა უმიზეზოდ ჩაცხრილეს შავკანიანები. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ დაახრჩო ამერიკელმა პოლიციელმა შავკანიანი, რომელიც სთხოვდა, გამიშვიო, მაგრამ მან შუა ქუჩაში მიახრჩო. ეს ნიშნავს, რომ ამერიკისთვის პოლიციელის თავგასულობა ჩვეულებრივი ამბავია.“
„ჩვენს შს სამინისტროში მუშაობენ ამერიკელები, მაგალითად, ამერიკის ყოფილი ელჩის, რიჩარდ მაილსის, შვილი. სწორედ ამ ადამიანებმა შეათვისებინეს ჩვენს პოლიციას ის სისასტიკე, რომელიც შემდეგ არა ერთ უდანაშაულო ადამიანზე განახორციელეს.“
|
|
Geworld.ge, 28 იანვარი
თამარ დავითულიანი, ავტორი: “ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელიც, ბავშვის ავადმყოფობის შემთხვევაში, ანაზღაურებას არ იძლევა”, _ განაცხადა ობამამ. ცდებით, ბატონო პრეზიდენტო! “ბიულეტენები” აღარც ჩვენთანაა და აღარც იმ ქვეყნებში, სადაც თქვენი “ძაღლიშვილები” არიან ხელისუფლებაში, თქვენივე მხარდაჭერითა და დახმარებით!...
Geworld.ge, 29 იანვარი
ლევან ჩაჩუა, ქართული იდეა: „ამ დროს კიკავკასიაში სიტუაციის არევა ხელს აძლევს სწორედ იმ დასავლურ ძალებს, რომლებიც იყენებენ უკრაინის ხელისუფლებაში
|
მოკალათებულ უკრაინელებსაც და არა უკრაინელებსაც, მათ შორის, ქართველებსაც... სულ ტყუილად გვგონია,რომ მარგველაშვილია პრეზიდენტი, ღარიბაშვილი_პრემიერი ან უსუფაშვილი_პარლამენტის თავმჯდომარე, სინამდვილეში პრეზიდენტიც, პრემიერიც, პარლამენტის თავმჯდომარეც და მთლიანად ქართული სახელმწიფოც არის ერთი კაცი - რიჩარდ ნორლანდი."
რეპორტიორი, 31 იანვარი
შოთა გლურჯიძე, არქიტექტორი: "მოკლედ, ჩვენი ერთ-ერთი „დაუძინებელი მეგობარი" აშშ მართავს ამ ტოქსიკურ სამეულს: ნაცები, რესპები, არასამთავრობოები!!!"
|
|
|
|
დაუნის სინდრომით დაავადებულთა სტიგმატიზება
|
|
რუსთავი 2, კურიერი და იმედი, ქრონიკა, 30 იანვარი
ნინო ბურჯანაძე, გაერთანებული დემოკრატიული მოძრაობა: "როდესაც მიხეილ საკაშვილს დაუყადაღებ ბებიამისის 12 წლის მანქანას, უნდა ელოდო რომ ამ დაუნიზმზე შესაბამისი რეაქცია ექნება საერთაშორისო თანამეგობრობას."
არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკულ განცხადებას აღნიშნულ გამონათქვამთან დაკავშირებით მომდევნო დღეს ნინო ბურჯანაძის მხრიდან განცხადება მოჰყვა, სადაც მან დაუნის სინდრომის სალანძღავ ტერმინად გამოყენების განო ბოდიში მოიხადა.
|
|
|
|
|
ბიულეტენის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID მეშვეობით
|
|
|
|
|
იქნა გაწეული. მის შინაარსზე პასუხისმგებელია MDF და ის შესაძლოა, არ ასახავდეს USAID-ის და აშშ-ის მთავრობის შეხედულებებს.
|
|
|
|
|
|
|