#15 (55), 20-30 აპრილი, 2015
|
|
|
20-30 აპრილის პერიოდში შემდეგი დარღვევები გამოვლინდა: ინდივიდუალური შუღლის გაღვივება -1; რელიგიური ნეიტრალიტეტის ხელყოფა თერჯოლაში იეჰოვას მოწმეთა სამლოცველოს მშენებლობასთან დაკავშირებით თერჯოლის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა (2); ქსენოფობია - 4; ეთნიკური იდენტობის დაუსაბუთებელი მითითება -1; არმენოფობია -3; თურქოფობია -2; საფრთხეებზე დაუსაბუთებელი აპელირება -1; ჰომოფობია - 9; გენდერული სტერეოტიპები - 6; ანტიდასავლური განწყობები -27.
|
რუსული წყაროები ქართულ მედიაში
ზოგიერთი მედია საშუალება, რომელიც ანტიდასავლურ განწყობებს აღვივდებდა, შემდეგ რუსულენოვან წყაროებს ეყრდნობოდა:
სააგენტო „პირველი“:Россия 1Geworld.ge: truba.com; versia.ru; Телеканал Царьград ТВ;vlada.io. საქინფორმი: iarex.ru; slovo.net.ua; Русская Сила
|
|
|
|
ინდივიდუალური შუღლის გაღვივება
|
|
ასავალ-დასავალი, 27 აპრილი-3 მაისი
დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი: „ცხადია, [გია] ბარამიძე სატანაა, რადგან,როგორც მისი და საქართველოს აწ განსვენებული პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას საერთო მეგობრები ამბობენ, სხვა ყველა უბედურებასთან ერთად მას მეგობრის სისხლშიც აქვს ხელები გასვრილი"!
|
|
რელიგიური ნეიტრალიტეტის ხელყოფა
|
|
იმედი, იმედის კვირა, 26 აპრილი
[სატელეფონო ჩანაწერი]
თეიმურაზ ჯაფარიძე, თერჯოლის გამგებელი: „მე ჯერ მაინტერესებდა მართლმადიდებელ მრევლთან შეხვედრა და რა აზრის იყვნენ ისინი...
გიგა გელხვიძე, ჟურნალისტი: „თქვენ მიანიჭეთ უპირატესობა მართლმადიდებელ მრევლს.“
თეიმურაზ ჯაფარიძე: „ხო“.
გიგა გელხვიძე: „თქვენ იაჰოვას მოწმეთა ის არ გაინტერესებთ?“
თეიმურაზ ჯაფარიძე: “ბიჭო, ვერ გებულობთ, კაცო? მერე გავიგეთ ჩვენი ხალხის აზრი და მერე შევხვდით...“
|
|
რეზონანსი, 25 აპრილი
ნინო გაბრიაძე, თერჯოლის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური: "...მაგრამ ამავე დროს გასათვალისწინებელია ჩვენი - მართლმადიდებლების ინტერესებიც. ადგილობრივ მოსახლეობას არ უნდა შენობის აშენება და ეწინააღმდეგება ამას [თერჯოლაში იეჰოვას მოწმეთა სამლოცველოს მშენებლობასთან დაკავშირებით]... გასაგებია, რომ სასამართლომ ეს განაჩენი გამოიტანა, მაგრამ ვინ დაიცავს იმათ უფლებებს, ვისაც სასამართლოსთვის არ მიუმართავს?!.. შენობა შენდება ისეთ ადგილას, სადაც არის ხალხმრავლობა. შენდება მე-2 სკოლასთან, რომელიც ქალაქის ყველაზე დიდი სკოლაა. მოგეხსენებათ, ბავშვები არ არიან ჩამოყალიბებული თავის რელიგიურ
|
გრძნობებში, იეჰოვას მოწმეები კი არიგებენ ბროშურებს და ხდება პროპაგანდა. ამიტომ მოსწავლეების მშობლები ეწინააღმდეგებიან მშენებლობას."
კვირის პალიტრა, 30 აპრილი
სპირიდონ ცქიფურიშვილი, დეკანოზი: "პრობლემა იმაში კი არაა, იეჰოველთა სექტამ უნდა იარსებობს, თუ - არა, არამედ პრობლემა გამოიწვია მათი შეკრების ადგილმა... დაპირისპირება რელიგიურ ნიადგაზეა, მაგრამ რეალურად პრობლემა გამოიწვია შენობისთვის შერჩეულმა ადგილმა. მათ გადაწყვიტეს, რომ შეკრების ადგილი ქალაქის ცენტრში უნდა ჰქონდეთ, რაც მოსახლეობისთვის მიუღებელია"
|
|
|
|
|
|
|
კვირის პალიტრა, 20 აპრილი
ეთერ ერაძე, ჟურნალისტი: “იმას თუ ამბობდა, რომ თქვენი ჩამოსახლებით [სტალინის მიერ აზერბაიჯნალებით დასახლებულ მარნეულში საჩხერიდან ეთნიკური ქართველების გადმოსახლების შესახებ] ეთნიკური ბალანსი აღდგა?“
|
|
|
|
|
Geworld.ge, 29 აპრილი
ჯაბა ჟვანია, ავტორი: „ეს ცვლილება [მორატორიუმი უცხოელებზე მიწის გასხვისებაზე] უცხოელებისთვის ნაკვეთების მიყიდვაზე გარკვეულ შეზღუდვებს აწესებდა, რომლებიც ქართულ მიწას მეტ-ნაკლებად იცავდა გადამთიელთა ეკონომიკური ექსპანსიისაგან."
|
|
|
|
|
ასავალ-დასავალი, 20-26 აპრილი
შალვა ხაჭაპურიძე, ადვოკატი: "გამაგებინეთ ფადი ასლი ადვოკატია თუ ვინ არის? გაიძახის ბიზნესის კუთხით მძიმე მდგომარეობაა, ადექი, შე კაი დედმამიშვილო, და წადი იმ შენ არაბეთში! სააკაშვილის დროს რატომ არ იღებდი ხმას?"
ობიექტივი, ღამის სტუდია, 24 აპრილი
მარიამ ბეგიაშვილი, ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის დელეგატი: "არ შეიძლება არ აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ეს ქუჩის ბავშვები არ არიან ეთნიკურად ქართველები"...
|
|
ეთნიკურ-რელიგიური იდენტობის დაუსაბუთებელი იდენტიფიცირება
|
|
Geworld.ge, 21 აპრილი
ლევან ზანგურაშვილი, ავტორი: "უკრაინის პრემიერ-მინისტრი – არსენ იაცენიუკი, ებრაელი. დედამისი, რომლის გვარია ბაკაი, განეკუთვნება იუდეველთა უძველეს ოჯახს. მისი მეუღლე ტერეზა გვარად გური (ებრაულად გერი) ასევე ებრაელია. არსენ იაცენიუკი „ჰაბარდის სწავლების“ სექტის მიმდევარია...უკრაინის რადას თავმჯდომარე – ვლადიმირ გროისმანი, ებრაელი... უკრაინის პრეზიდენტი – პეტრო პოროშენკო. სინამდვილეში, პოროშენკო დედამისის გვარია, მამის გვარით იგი ვალცმანია, ებრაელი."
|
|
ასავალ-დასავალი, 20-26 აპრილი
ბიჭიკო სინჯიკაშვილი, გურჯაანის რაიონის ყოფილი რაიკომის მდივანი: "ესენი [ნაციონალები] გარყვნეს მსოფლიო მასონებმა და სომეხმა დაშნაკებმა, რომლებიც ყველაზე დიდი მტრები არია ნსაქართველოსი."
Geworld.ge, 23 აპრილი
წყარო: haqqin.az
„სომხებმა, როგორც ისტორიკოსი და პუბლიცისტი სიმონ ქვარიანი წერს, დიდი როლი ითამაშეს ქართული სახელმწიფოს დაცემაში, განსაკუთრებით - 1795 წელს საქართველოში აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას, რომელსაც საქართველოს ასაოხრებლად სომეხი იაკობ ბებუთოვი მოუძღოდა. აღა-მახმად-ხანის მიერ თბილისის აოხრების შემდეგ სომხები ძარცვავდნენ მტრისგან გაქცეული ქართველების სახლ-კარს."
|
Geworld.ge, 29 აპრილი
გიორგი კორძაძე, ავტორი: „სტუმართმოყვარე ქართველებმა სომხები კარგად მიიღეს. ისინი აფხაზეთში გალაღდნენ - მრავლდებოდნენ და ქართველ მოხელეთა მოქრთამვით მიწის ახალ-ახალ ნაკვეთს ეპატრონებოდნენ სომეხთა“მადლიერება” 1992-93 წლებში ყველაზე უკეთ გამოხატა ბაგრამიანის სახელობის ბატალიონმა, რომელიც ქართველი ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობისადმი განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა.“
ობიექტივი, ღამის სტუდია, 24 აპრილი
ტელემაყურებელი: "თვითონ [სომხები] გრძნობენ თუ არა მორალურ პასუხისმგებლობას, აფხაზეთში ქართელების გენოციდში რომ მიიღეს მათმა ...(გაურკვეველი სიტყვაა) მონაწილეობა."
|
|
|
|
ობიექტივი, ღამის სტუდია, 29 აპრილი
დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: "თურქეთის ტერიტორიის არცერთი კვადრატული მეტრი არ ეკუთვნის თურქეთს, თურქეთის სახელმწიფო აბსოლუტურად ხელოვნურად, აი, ხელოვნური წარმონაქმნია, თურქეთის სახელმწიფო დღეს მდებარეობს იმ მიწა-წყალზე, რომელიც ეკუთვნოდა ან ბერძნებს, ან ქართველებს და ან სომხებს... სომხებს იქ კლავდნენ ფიზიკურად, მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი სომხები იყვნენ... მე მინდა ვთქვა, რომ იქ ქართველების გენოციდიც იყო, ჩვენ ამაზე არ ვლაპარაკობთ სამწუხაროდ, ქართული მიწა-წყალი და დაპყრობილი მიწები იყო.... ვაი ჩვენ, რომ ჩვენ არასოდეს მსგავსი არაფერი თემა არ დაგვიყენებია (სომხებმა რომ გენოციდის თემა დააყენეს), თუმცა თურქებმა ქართული სისხლი იმდენი დაღვარეს, რომ შავი ზღვა გაწითლდებოდა მაგ სისხლით, მაგრამ არასოდეს ხმა არ ამოგვიღია".
|
|
Geworld.ge, 26 აპრილი
შოთა აფხაიძე, კავკასიოლოგი: „უნდა გაკონტროლდეს თურქული ჰუმანიტარული ორგანიზაციები, რომლებიც გახვეულები არიან ათას სკანდალში, ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე მეჩეთი დააფინანსეს პანკისში და ააშენეს, ეს მოხდა ყატარის პრინცის დაფინანსებით."
|
|
საფრთხეებზე დაუსაბუთებელი პარალელი
|
|
Geworld.ge, 29 აპრილი
ეკა ნასყიდაშვილი, ავტორი: “ქვეყანაში არსებულ უამრავ პრობლემას რომ თავი დავანებოთ, სახელმწიფოს წინაშე ორი სერიოზული საფრთხეა, კერძოდ: თურქეთის დაუფარავი ინტერესი აჭარის მიმართ -ეს ერთი და მეორე-ჩრდილოეთიდან ოსების მიერ თრუსოს ხეობისა და სამხრეთიდან სომხების მიერ საქართველოს შუაზე გახლეჩვის მცდელობა...” _ ასე ეხმაურება ხალხი სოციალურ ქსელებში პრეზიდენტის სასახლის გამო ივანიშვილ-მარგველაშვილის დაპირისპირებას.“
|
|
იმედი, იმედის კვირა, 26 აპრილი
მიხეილ ფურცელაძე, ქართული ოცნება: " არა, მათ [ნაციონალების] სუფრებზე - ღმერთმა დამიფაროს. ერთხელ დამისახელეთ ერთი კაცი თუ მჯდარა... ცისფერებთან ქეიფობდნენ და..."
ჟურნალისტი რეაგირებს ჰომოფობიურ გამოხატვაზე:
ინგა გრიგოლია, წამყვანი: "უკვე დაუკრეფავში გადასვლა ქვია ამას.“
ასავალ-დასავალი, 27 აპრილი -3 მაისი, რეპორტიორი, 27 აპრილი
ელიზბარ ჯაველიძე, სახალხო კრება: „ისე, გიორგი მარგველაშვილი იმდენად ღიად გამოხატავს სიმპათიებს ლგბტ-ეებისადმი, რომ მინდა პირდაპირ ვუთხრა- „კარალევა მარგო" გამოეწყვე შენს მოქსოვილ წითელ წინდებში და პირადად ჩაუდექი სათავეში 17 მაისის გეი-აღლუმს!..
ნახეთ, რა ხდება ტელეკომპანია „GDS"-ზე, პედერასტიის აპოლოგეტებისა და „ტუალეტის პროექტების" თავშესაფრად რომ გადაიქცა!“
საქინფორმი, 27 აპრილი
წყარო: ИАREX
არნო ხიდირბეგიშვილი: “როდემდე ვკვებოთ "კარალევა მარგო" ავლაბრის ცირკში?! საჭიროა, უბრალოდ, სამი პატარა ცვლილების შეტანა კონსტიტუციაში და ყველა პრობლემა თავისთავად მოგვარდება!”
ობიექტივი, ღამის სტუდია, 26 აპრილი
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი: „ყველაფერს რომ შევეშვათ, ეს [უკრაინის ხელისუფლება] რომ არ იყოს ფაშისტური, ეს არის პედოფილური... იგივე ლიაშკო, რომელიც იყო დაჭერილი მამათმავლობაზე და ქურდობაზე, ხომ?“
ასავალ-დასავალი, 20-26 აპრილი
ზაალ კასრელიშვილი, კავკასიოლოგი: „ზოგი მეტროში იმალებოდა,ზოგი-დედამისის საყვარელთან და ზოგი, თავის პედერასტ მეგობრებთან.“
|
ასავალ-დასავალი, 20-26 აპრილი
ჯაბა ექიმი: „ნებისმიერი გარყვნილების დროს სპეციალური პრეპარატებით ახდენენ სქესობრივი ჯირკვლების დათრგუნვას... ისევე როგორც ნარკომანია და ჰომოსექსუალიმი, აზარტული თამაშების სიყვარულიც გარყვნილებაა!“
ასავალ-დასავალი, 20-26 აპრილი
დათუნა მგელაძე, მომღერალი: „არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები არიან, მაგრამ ჩვენნაირ პატარა და თან, მართლმადიდებელ ქვეყანაში ამ თემის რეკლამირება, აფიშირება და გეი-აღლუმების ჩატარება სწორი არ არის.“
ალია, 29 აპრილი
„როგორც ირკვევა, გეების აღვირახსნილობას უკვე საზღვარი აღარ აქვს და ისინი ერთმანეთს საჯაროდ ერწყმიან!.. სწორედ აქედან გამომდინარე, ჰაარლემერლეიდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ჰომოსექსუალებში ასე პოპულარულ პარკში გამეფებულ აღვირახსნილობას შოტლანდიის მაღალ მთიანი რაიონებიდან ჩამოყვანილი უზარმაზარი ხარები დაუპირისპიროს... გეები ძალიან დიდ პრობლემებს უქმნიან როგორც ადგილობრივებს, ისე ტურისტებს“.
Geworld.ge, 29 აპრილი
ჯაბა ჟვანია, ავტორი: "ვერც ერთმა “მეოცნებემ”, მათ შორის, ვერც მათ, ჩოხა-ახალუხით რომ ცხადდებიან ხოლმე სხდომებზე, ვერ გაბედეს, პირდაპირ ეთქვათ, დიახ, მესაჯდომეობა ავადმყოფობაცაა და უმძიმესი ცოდვაცო... “ქოცკოლონამ” სოდომისტებს ხოტბა შეასხა“...
|
|
|
|
იმედი, იმედის კვირა, 26 აპრილი
მიხეილ ფურცელაძე, ქართული ოცნება: "ამბასადორია კახეთის ტრასაზე, მე ბოდიშს ვუხდი ყველა იმ პატიოსან ქალს, ვინც მაშინ იქ მუშაობდა, ნახევარზე მეტი დაყავდათ და ხელშეკრულების გაგრძელებას იქ აიძულებდნენ, ესე იგი, სექსის დამყარების მიზნით. დამთავრებულიც არ იყო სასატუმრო, შიგ დაათრევდნენ ქალებს.“
|
|
პრაიმ ტაიმი, 20 აპრილი, Geworld.ge, 21 აპრილი
დაჩი პოპაძე, „ორი ვარსკვლავის“-ის კონკურსანტი: „ვფიქრობ, ჩემი მეორე ნახევარი არასდროს გამიბედავს მოკლე კაბის და დეკოლტის ჩაცმას, როგორც არ უნდა უხდებოდეს. თუმცა, ქალი ყველაფერში არ უნდა შეზღუდო, გარკვეული თავისუფლება უნდა მისცე... მოკლედ, კაცი ოჯახის კისერი უნდა იყოს, ქალი თავი. შენ უნდა მართო, საითაც გინდა იქით მიაბრუნო.“
Geworld.ge, 29 აპრილი
ბაკურ სვანიძე, ავტორი: „ჰოდა, აბა, გამოიცანით, კარიერაში წარუმატებელი ქალებისთვის ყველაზე იოლი “ხელშესახოცი” მიზეზი თავისი “წარუმატებლობისთვის” რა არის? რათქმაუნდა, “გათხოვება”!.. ჩემი ნაცნობი 100 ქალიდან, რომლებიც მსგავს “არგუმენტს” იშველიებენ თავიანთი კარიერული წარუმატებლობის ასახსნელად, სულ ცოტა, 80-ს არანაირად არ აქვს ინტელექტუალური რესურსი და სხვა უნარები იმისათვის, რომ კარიერაში რაიმე ტიპის წინსვლა ჰქონოდა.“
|
კვირის ქრონიკა, ალია, 27 აპრილი-3 მაისი
ხათუნა ჟორდანია, მომღერალი: „და საბოლოოდ დავრწმუნდი იმაში, რომ კაცს უნდა დაუჯეროს ქალმა, ხანდახან მაინც.“
ობიექტივი, ღამის სტუდია, 25 აპრილი
ტელემაყურებელი: „ბიბლიაში წერია, რომ ადამის ნეკნიდან ქალი დაიბადა, ხოდა ყველა ძვალში არის ტვინი, მხოლოდ ამ ნეკნში არ არის თურმე ტვინი... რაც ნაკლები იქნება ქალი პოლიტიკაში უკეთესიაა. კაცების საქმე არის პოლიტიკა, თამარ მეფე არ იყო გაზრდილი როგორც მეფეებს ზრდიდნენ ვაჟკაცებს.“
რეპორტიორი, 25 აპრილი
ლალი მოროშკინა, პიარ-ტექნოლოგი: „30 წლის ასაკში ქალს სჭირდება კარგი ქმარი, რომ ჯანსაღი თაობა დაუტოვოს ქვეყანას. სადღაც 30 წლის ასაკში ქალი უნდა გათხოვდეს იმისთვის, რომ ქვეყანას მომავალი თაობა აჩუქოს.“
|
|
|
|
|
|
|
ასავალ-დასავალი, 20-26 აპრილი
ნინო ბურჯანაძე, დემოკრატიული მოძრაობა: „დღევანდელ უკრაინაშისკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და ექიმებს პირდაპირ სანაგვე ურნებში რომ აგდებენ... უკრაინაში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, პრაქტიკულად, ორ კვირაში ერთხელ უცნაურ ვითარებაში რომ იღუპებიანან სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებენ, ეს არ უნდა გახდეს საგანგებო მსჯელობის საგანი და დასავლეთისათვის მხოლოდ უგულავა, მერაბიშვილი, ადეიშვილი და სააკაშვილი უნდა იყვნენ ნომერ პირველი პრიორიტეტი?! რატომ? იმიტომ, რომ ეს ადამიანები დასავლეთის გარკვეულ წრეებს კარგად უსრულებდნენ დავალებებს?!“
|
|
|
|
|
პირველი, 20 აპრილი
წყარო: „Россия 1“, გადაცემა «Воскресный вечер»
მიხეილ ხუბუტია, ბიზნესმენი: „ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ამერიკამ გოჭები წაიყვანა, მათგან ღორები გააკეთა, შემდგომ საქართველოში დააბრუნა და ქვეყნის მართვა დაავალა... დღეს არსებული ქაოსი, მკვლელობები – ამერიკის სტრატეგიის შედეგია... ამერიკას არც უკრაინა და უკრაინელები, არც საქართველო და ქართველები და არც რუსები სჭირდება. მათ მხოლოდ ტერიტორიები და პირადი ინტერესები ამოძრავებთ. მათ სურდათ და სურთ ქართველი ერის დეგრადირება, ამას ცდილობდნენ. ამერიკას რუსებისა და ქართველების გადაკიდება სურდა. მაგრამ საქართველოს პატრიარქი ვითარებაში დროულად ჩაერია და ეს გააჩერა.“
|
|
|
|
|
ასავალ-დასავალი, 20-26 აპრილი
ნინო ბურჯანაძე, დემოკრატიული მოძრაობა:„რაც შეეხება „აირაის“ კვლევებს, მისი შედეგები ამერიკაში დაიწერა და ეს ძალიან ნათლად აჩვენებს, თუ რა პოლიტიკური განლაგება სურთ ამერიკელებს საქართველოში.“
Geworld.ge, 23 აპრილი
ელიზბარ ჯაველიძე, სახალხო კრება: „ნატო საქართველოს ღუპავს, ის ამერიკის პოლიციაა...
მოშორდეს ნატო საქართველოდან, ჩვენ ჩვენი ქვეყანა გვინდა დამოუკიდებელი და არა - ვიღაცის პროვინცია... ახლა, რაც შეეხება პოლონეთის, შვედეთისა თუ ვიღაც-ვიღაცების საგარეო საქმეთა მინისტრებს, სჯობს, თავიანთ “მამიდებს” მიხედონ, რადგან, როგორც ვიცი, “ძალიან უწესო ქალბატონები” არიან.“
ასავალ-დასავალი, 20-26 აპრილი
ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „საქართველოში არის ევროპისა და ამერიკის, ანუ უცხო ქვეყნების დიქტატურა.“
ასავალ-დასავალი, 27 აპრილი-3 მაისი
გიორგი ფოფხაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ევროპის ბიუროს ჟურნალისტი: „უნდა შეისწავლონ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროები და კანონმდებლობით აკრძალონ უცხოური რესურსებით ნასაზრდოები ორგანიზაციები, რომლებიც ქართული სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. საფრანგეთში არავინ დაუშვებს, რომ არასამთვრობო ორგანიზაცია საუდის არაბეთიდან, ან თუნდაც ამერიკად ფინანსდებოდეს“!
Geworld.ge, 21 აპრილი
ნანა დევდარიანი, ავტორი: "კიევის მაიდანზე დარიგებული ამერიკული ორცხობილების შემდეგ აღარავის უკვირს, რომ შეერთებული შტატები პირდაპირ უჭერს მხარს ამბოხებებს, სახელმწიფო გადატრიალებებს, მართვად ქაოსს და ქვეყნების აშკარა დეგრადაციას."
|
|
Geworld.ge, 29 აპრილი
ლევან მამალაძე, ყოფილი გუბერნატორი: „სააკაშვილის რეჟიმის მიერ რეპრესირებულთა სიის შედგენაში ამერიკის ელჩის ჩარევა, ვფიქრობ, ჩვეულებრივი მოვლენაა დღევანდელი საქართველოსთვის. თინა ხიდაშელი კი იმთავითვე უცხოთა ინტერესებს ემსახურებოდა“.
ასავალ-დასავალი, 27 აპრილი-3 მაისი
გივი სიხარულიძე, მსახიობი: „ხომ ხედავთ, რას გვეუბნება ამერიკა და ევროპა? თუ ბიჭები ბიჭებზე არ დაქორწინდებით, ქალები კი-ქალებზე, ევროკავშირში არ მიგიღებთო. მაგათი იყოს ის ევროკავშირი, ღმერთმა არ მოუშალოთ პედერასტები თავიანთ ქვეყნებში, ისემც უქნიათ მამას შვილი შეურთავს ცოლად, ძმას-და, ჩვენ თავი დაგვანებონ!
ნატო ფოცხიშვილი, ჟურნალისტი:„ამასობაში რუსეთის ხელისუფლება თავის მოქალაქეებს, მსოფლიოს ეუბნება- ჩემს ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინებას, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას არ დავუშვებო“...
გივი სიხარულიძე: „ამიტომაც ვეუბნები ხელისუფლებას: ნუ გვეთამაშებით, უნდა ვიცოდეთ, საით მივდივართ -ამერიკისკენ და ევროპისკენ, რომ ყველამ უკანალი მოვამზადოთ, თუ რუსეთისკენ?!“
რეზონანსი, 30 აპრილი
სისი ცინცაძე, პოლიტოლოგი: „სადღაც უგანდიდან გამოქცეულს მეტი შანსი აქვს, რომ ევროკავშირის მოქალაქე და ევროპელი გახდეს, რადგან მათ თავის სოფელში არავინ აბრუნებს. მათ შვილებს ევროპელობის უფრო მეტი შანსი აქვთ, ვიდრე ჩვენს შვილებს. ეს ცინიზმია! “
ასავალ-დასავალი, 27 აპრილი-3 მაისი
გივი გალოგრე, ვეტერანი: „ნატო იმპერიალისტების ჯარია, დამპყრობელთა ჯარი“!
Geworld.ge, 29 აპრილი
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი: "დასავლეთ უკრაინაში უკრაინელ ჯარისკაცებს ინტენსიურად წვრთნიან, ვინაიდან აშშ მოწადინებულია, მაქსიმალურად აუაროს გვერდი მინსკის შეთანხმებას და უკრაინა ისე “დაქოქოს”, რომ რუსეთს უკრაინის მხრიდან მუდმივი პრობლემები ჰქონდეს...
“ნაციონალებს” თანამდებობებზე უკრაინელები კი არ ნიშნავენ, არამედ ამერიკელები თავს ახვევენ “ნაციონალებს” უკრაინელებს“.
|
Geworld.ge, 21 აპრილი
წყარო: მოკლემეტრაჟიანი ფილმი „Добро с ракетами“
სათაური: "უკრაინის მოქალაქე: ჩემთვის - ფაშიზმი და დემოკრატიული ევროპა სინონიმებია!"
Geworld.ge, 22 აპრილი
წყარო: „Американский пирог. Как США режут мир по собственному желанию“.
საქინფორმი, 20 აპრილი
წყარო: iarex.ru
სათაური: არნო ხიდირბეგიშვილი: პანკისიდან სირიაში დაქირავებულ მებრძოლებს საქართველოში აშშ-ის საელჩო აგზავნის! ისინი დაბრუნდებიან და თბილისში „არაბულ გაზაფხულს“ მოაწყობენ
არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმის მთავარი რედაქტორი: „ერაყი, ავღანეთი, ცენტრალურიაფრიკა, უკრაინა, ახლაკი - სირია: აშშ-მა ააღორძინა შუა საუკუნეობრივი ტრადიციები, როცა ქართველები აღმოსავლეთის მმართველების სამსახურში მამლუქებად მიეშურებოდნენ!“
საქინფორმი, 20 აპრილი
წყარო: slovo.net.ua
დაჭრილი და ახლად მოკლული ჯარისკაცები ანტიტერორისტული ოპერაციის ზონიდან გამოყავს საქართველოდან ჩასულ სამხედროებს და ექიმებს, რომლებიც სააკაშვილმა ასეულობით ჩაიყვანა სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად და ათავსებენ სპეციალიზებულ ტრანსპორტში, რომლებშიც ევროპელი ექიმების მიერ მომზადებული ექიმები გზაშივე სხეულიდან უღებენ ორგანოებს... ადამიანის ორგანოების პარტიას სწრაფად აგზავნიან ავიატრანსპორტიით დასავლეთ ევროპის ქვეყნებში“
ასავალ-დასავალი, 20-26 აპრილი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „დაჭრილი და ახალმოკლული ჯარისკაცები სამხედრო მოქმედებათა ზონიდან სასწრაფოდ გამოყავთ, ათვსებენ სპეციალურ ტრანსპორტში, რომლებშიც ევროპელების მიერ გაწვრთნილი ექიმები გზაშივე უღებენ საჭირო ორგანოებს! ხოლო უფრო რთულ ოპერაციებს ხარკოვისა და დნეპროპეტროვსკის კლინიკებში ასრულებენ! ამის შემდეგ შესაბამის კონტეინერებში ჩალაგებულ ორგანოებს თვითმფრინავებით აგზავნიან ევროპა-ამერიკაში, ხოლო ორგაონოების გარეშე დარჩენილ გვამებს უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ჩამოწერენ!“
|
|
|
|
საქინფორმი, 23 აპრილი
ეინარს გრაუდინში, პოლიტოლოგი: „მიმაჩნია, ევროკავშირში ინტეგრაციამ ლატვიას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა... რაც ყველაზე საშიშია, ვკარგავთ ახალგაზრდებს. ფაქტობროვად, ლატვია ახალგაზრების 90%-ს კარგავს. ამიტომ შემიძლია, ვთქვა, რომ ქვეყანას მომავალი არ აქვს და აღარც ექნება... მე, როგორც ყოფილმა ოფიცერმა, შემიძლია, ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ ლატვიას ნატო-ს წევრობით არაფერი მოუგია. პირიქით, ჩვენი ჯარისკაცები საზარბაზნე ხორცის როლს ასრულებენ, დაწყებული იუგოსლავიიდან-ერაყითა და ავღანეთის სამხედრო ოპერაციებით დასრულებული, სადაც ჩვენი ჯარისკაცები ნატო-ს ეგიდით იბრძვიან.“
რეპორტიორი, 26 აპრილი
"ევროპული პოლიტიკოსები ინცესტზე, როგორც გენდერულ ნორმაზე საუბრობენ... ევროპელ პოლიტიკოსთა ნაწილის აზრით, გენდერულ ნორმად უნდა გამოცხადდეს სქესობრივი კავშირები მშობლებსა და შვილებს, დებსა და ძმებს შორის, ასევე ყველა სისხლით ნათესავს შორის. ამასთანავე, ყველა `ინცესტოფობი უნდა დაისაჯოს.
აი, ასეთი გახლავთ ანტიქრისტეს მოსვლა დასავლეთში, საიდანაც იგი, მართალია, რამდენიმე წლის დაგვიანებით, მაგრამ აუცილებლად გამოგვეცხადება.”
კვირის ქრონიკა, 27 აპრილი - 3 მაისი
გიორგი ჯიქიაშვილი, ჟურნალისტი: „რატომ გიკვირთ, რომ ქვეყნის რეალური ხელისუფალი არა პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი, არამედ ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდია?!“
ასავალ-დასავალი, 20-26 აპრილი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი:"და თუ „დემოკრატიის მექად“ წოდებულ ამერიკაში, ასეთი “სიკვდილის ბრიგადები“ ბობოქრობდნენ, რა გასაკვირია, რომ ამერიკის„ ხელის ბიჭი“- სააკაშვილი აქ, იმპერიის პერიფერიაში, არა ნაკლებ საზიზღრობებს სჩადიოდა სხვა და სხვა ჯურის ზონდერ -„კილერა“ მუხაძეებით!
|
|
|
|
|
ბიულეტენის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID მეშვეობით
|
|
|
|
|
იქნა გაწეული. მის შინაარსზე პასუხისმგებელია MDFდა ის შესაძლოა, არ ასახავდეს USAID-ის და აშშ-ის მთავრობის შეხედულებებს.
|
|
|
|
|
|
|