MDF
#6 (46), 9-15 თებერვალი, 2015

"იმედის" თვითრეგულირებამ დისკრიმინაციულ გაშუქებაზე არასამთავრობოების საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

14 თებერვალს, ტელეკომპანია "იმედის" თვითრეგულირების სააპელაციო ორგანომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი, რომელიც გადაცემაში "სხვა რაკურსით" გასულ სიუჟეტს "მედრესეში მიბარებული ბავშვები" შეეხებოდა. საჩივარი ორგანიზაციების - ქართველ მუსლიმთა ურთიერთობა, MDF და TDI მიერ იყო ინიცირებული.

კვირის მიმოხილვა

9 -15 თებერვლის პერიოდში შემდეგი ფაქტები გამოიკვეთა: ინდივიდუალური შუღლის გაღვივება -2; შუღლის გაღვივება -1; რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია -3; ქსენოფობია -11; არმენოფობია -1; თურქოფობია -2; ჰომოფობია - 20; გენდერული სტერეოტიპები -2; ანტიდასავლური განწყობები -17.

კვირის ჰომოფობი ჟურნალისტი

ობიექტივი, ღამის სტუდია, 11 თებერვალი

ბონდო მძინარაშვილი, წამყვანი: "მე ნამდვილად ვერ მოვიწვევ სტუდიაში, უკაცრავად, ჰომოსექსუალების სუტენიორებს და ვერ ვამტკიცებინებ, რომ ეს არის ძალიან კარგი... სულ ამბობენ, მეორე მხარე არ არის.. ვინ არის მეორე მხარე ამ შემთხვევაში? არ არსებობს. არსებობს საზოგადოება და არსებობს ადამიანთა აგრესიული ჯგუფი, რომელიც ცდილობს დაუპირისპირდეს ამ საზოგადოებას."

ინდივიდუალური შუღლის გაღვივება

კავკასია, სპექტრი, 9 თებერვალი

ოლეგ იაძე, კასპის ყოფილი გამგებელი: "ამ ფირცხალავების [კორტების ოპერაციის საქმეზე დაკავებული პოლიციელი] ან მათი... ცოლშვილი კი არა, შთამომავლობა უნდა გაუწყვიტო, მე ცოტა უფრო აგრესიული ვარ, ამის ჩამდენს!"

ასავალ-დასავალი, 9-15 თებერვალი

გიორგი გიუაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ლეიბორისტები: "მაგის ოჯახის წევრებმა გაგვაშველეს, თორემ ხვედელიანს, როგორც გველს, ისე გავუჭეჭყავდი თავს ქვით."

შუღლის გაღვივება

კავკასია, სპექტრი, 9 თებერვალი

დავით აქუბარდია, წამყვანი: "წასულიყვნენ აფხაზეთში გადასულიყვნენ და იქ ეპარტიზანათ, კაცო... რაღა იქ იბრძვიან [უკრაინაში], აქ იბრძოლონ, წავიდნენ და მოსკოვში მოაწყონ, ჩეჩნებმა რაც ააწიოკეს რუსები...

ვალერი გელბახიანი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი: 5000 ქართველი, რომ გადის ქვეყნიდან... ის სხვა სახელმწიფოს სამსახურში რომ დგება, ჩვენი სახელმწიფოს მიმართ არ ექნება კეთილი დამოკიდებულება... ამიტომ, ჩვენ ეხლა გამოგვდის, რომ გენეტიკურად ქართველების, მტრად მოკიდების მცდელობასთან გვაქვს საქმე."

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია

ალია, 13 თებერვალი

ბასილ მკალავიშვილი, მღვდელი: "სისხლისმღვრელმა სააკაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ეს სექტა რეგისტრაციაში გაატარა... მე იეღოველებთან ყოველთვის დაპირისპირებული ვიყავი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს სატანური სექტა თვით ძალადობდა უძველეს ქრისტიანულ ქვეყანაში, ეწეოდა პროზელიტიზმს, რომელიც აკრძალულია. ბოკერია იყო მათი უშუალო დამცველი"...

Geworld.ge, 11 თებერვალი

დავით მხეიძე, ავტორი: "ამ ეკლესიებში (ლუთერანული, პროტესტანტული, რომის კათოლიკე ეკლესიები) შეგზავნილ-ჩანერგილმა აგენტებმა მოახერხეს და გაალიბერალეს თავის დროზე კონსერვატიული იდეოლოგიის მქადაგებელნი! ამის დასტურია დედაკაცი მღვდლების მომრავლება და გნებავთ, ერთსქესიანი წყვილების “ჯვრისწერის” პრეცედენტები."


მეასტრო, 9იანი, 13 თებერვალი

კომენტარი ადიგენის მკვიდრი მუსლიმების პროტესტზე, რომლებისთვისაც მიუღებელია სოფელ მოხეს პოლიციის უფროსად გელა კოხოძის დანიშვნა, რომელიც მინარეთის დემონტაჟის დროს მუსლიმთა დისკრიმინაციით გამოირჩეოდა.

პაატა ბლიაძე, მოხეს მკვიდრი: "ეგ ადამიანები ცხდილობენ, რომ სახელმწიფოც მაგათ მოირგონ. მაგათ ვინც მოეწონებათ, ის იყოს პოლიციის უფროსიც და გამგებელი და ყველა. სახელმწიფომ თუ მაგათ ჭკუაზე უნდა იაროს და მაგათი ინტერესები უნდა დაიცვას, მაშინ ჩვენი ინტერესები სულ შელახული არის."

ქსენოფობია

ალია, 12 თებერვალი

სოსო მანჯავიძე, დედაქალაქის საკრებულოს წევრი: "ამ კანონპროექტის [მიწის შესახებ] დამტკიცებით, ჩვენ მალე აღმოვჩნდებით მიწა-წყლის გარეშე. გვაქვს ანკლავები აზერბაიჯანის, სომხეთის, იგივე რუსეთისა და თურქეთის მოსაზღვრე ტერიტორიების სახით...

კონკრეტულად ჩინეთს აქვს სტრატეგიული ინტერესი აბრეშუმის გზასთან დაკავშირებით."


კავკასია, სპექტრი, 9 თებერვალი

ვალერი გელბახიანი, პარლამენტის ყოფილი წევრი: "ეს ქართული მიწები, რომ უცხოელების ხელშია, მემამულეებად რომ უცხოელები ჩამოგვიყალიბდნენ აქ და გვაქციეს ქართული გლეხობა ყმებად, ისევე როგორც სტრატეგიულ ობიექტებზე ერთ ქართველს ვერ ნახავ, სულ უცხოური კომპანიებია, ექსპროპრიაციას დავიწყებდი ამ წამს და გამოვაცხადებდი სახელმწო საკუთრებად...

რეზონანსი, 13 თებერვალი

რუბრიკის სახელწოდება: "საფრთხე"

სათაური: "ფსევდოლიბერალები საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას ხელს უშლიან"

ქვესათაური: "ინვესტიცია არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ეროვნული უარვყოთ"

ანზორ თოთაძე, დემოგრაფი: "მათ [უცხოელ ინვესტორებს] სურთ თავიანთი ქვეყნის უმუშევრებს დაეხმარონ, ჩვენი ქვეყანა ფეხზე ჰკიდიათ. ინვესტიცია იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ეროვნული უარვყოთ."

მაესტრო, 9იანი, 11 თებერვალი

პაატა კოღუაშვილი, სოფლის მეურნეობის აკადემიის წევრი: "ეს არის კანონი, რომელიც მიმართულია ქართველი გლეხკაცის მიწიდან აყრისა და ქართული სოფლის მოშლისაკენ... სადაც უბოდიშებენ თითქოს უცხოელებს რაღაცას."

ალია, 11 თებერვალი

პაატა კოღუაშვილი, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში: "სწორედ იმიტომ არ აკეთებენ, რომ მიწას კიდევ უფრო მოსწყვიტონ გლეხი, სოფლები დაცალონ, საუკეთესო მიწები უცხოელ და იქაურ მილიონერებს ჩაუგდონ ხელში და მერე, გლეხობის დარჩენილი ნაწილი სოფლად მათ იმსახურონ".

Geworld.ge, 11 თებერვალი

ჯაბა ჟვანია, ჟურნალისტი: "მიწას გადამთიელებზე ყიდიან და ქართველ გლეხს, ფაქტობრივად, სასიკვდილოდ წირავენ"...

Geworld.ge, 11 თებერვალი

ანზორ მესხიშვილი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი: "მე-19 საუკუნეში ვაჩნაძეების ოჯახმა ლაგოდეხში სამი აზერბაიჯანული ოჯახი ჩამოასახლა საქონლის მოსამწყემსად. დღეს ეს სამი ოჯახი 46 000 მცხოვრებად იქცა და სოფელი კაბალი ყველაზე დიდია საქართველოში. ყველაზე დიდი ქართული სოფელი მარტყოფი კი მესამე ადგილზეა... ტოლერანტობამ იქამდე მიგვიყვანა, რომ ჩვენს ქვეყანაში 50-ზე მეტი ერი ცხოვრობს. ყველა მოითხოვს ქართველებზე მეტ ყურადღებას "..

კვირის პალიტრა, 10 თებერვალი

მიშა გომიაშვილი, მსახიობი: "მთელი ქალაქი ათასი რჯულის ხალხით გაივსო და ქალაქის ცენტრში ბორდელები გაგვიხსნეს... და ისე იქცევიან რომ ჩემს ქალაქში თავი სტუმარი მგონია".

პირველი, 13 თებერვალი

ლადო სადღობელაშვილი, თავისუფალი თაობა: „ბუფერულ ზონად მხოლოდ 5 კილომეტრს ტოვებენ. ანუ თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის მოქალაქეებს შეეძლებათ საკუთარ საზღვრებთან ახლოს საქართველოს ტერიტორიაზე ქართული მიწა შეისყიდონ და შემდგომ მუდმივად თქვან, რომ ეს მათი მიწა-წყალია“.

ალია, 11 თებერვალი

გიორგი ანდრიაძე, საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე: "დღეს საქართველო არის გასაყიდად გამოტანილი სხეული და ვისაც არ ეზარება, ყველა ეპოტინება. აზერბაიჯანელები ფიქრობენ, რუსებს რაღაცა მიაქვთ, სომხები ეკლესიებზე დაობენ, მაგათაც ხომ უნდა მოითხოვონ რამე?

არმენოფობია

ალია, 13 თებერვალი

ბასილ მკალავიშვილი, მღვდელი: "სომხებმა გარკვეული ურთიერთობა დაამყარეს რუსებთან და ისინი ჩვენს ეკლესიებში სომეხ მღვდლებს ნიშნავდნენ, ეს მღვდლები კი თავიანთ სახელსა და გვარს აწერდნენ ჩვენი ეკლესიების კედლებზე... დარწმუნებული ვარ, მათ რუსეთთან დამაკავშირებელი გზა რომ არ სჭირდებოდეთ, აქამდე ომს გამოგვიცხადებდნენ“.

თურქოფობია

კვირის პალიტრა, 9 თებერვალი

ერთ-ერთი მეთევზე: "თურქები წესების დარღვევით მდიდრდებიან [თევზჭერის შესახებ], ჩვენ კი სიღატაკეში  ვიძირებით".

ნორად მიმინოშვილი, მეთევზეთა კავშირის თავმჯდომარე: როცა თურქებმა უკრაინისა და

ბულგარეთის წყლებში დაიწყეს თარეში, ადგნენ და თოფი ესროლეს!..

ისე იქცევიან, თითქოს ეს ყველაფერი მამა-პაპით ნაანდერძევი ჰქონდეთ...  უბედურება ის არის, რომ ხომალდების დამქირავებლები ქართველები არიან და თურქებთან ერთად ამ დანაშაულში ისინიც მონაწილეობენ - ფულზე ნამუსსა და ქვეყანას ყიდიან."

კვირის პალიტრა, 12 თებერვალი

პროვოკატორი: „თურქეთზე გამახსენდა: კი არის ჩვენი ძმა და ჩასახუტებელი მეგობარი, მაგრამ ძალიან "ღრმად და ახლოს გვეხუტება" ხანდახან და მთლად სასიამოვნო არ არის ხოლმე...თურქს რომ ფეხებზე ჰკიდია, მისი ლიცენზიის ამოწურვის შემდეგ ჩვენთან თევზი დარჩება თუ - არა, სულაც არ მიკვირს ".

ჰომოფობია

რეზონანსი, 14 თებერვალი

მურმან დუმბაძე, დეპუტატი: "ანტიდისკრიმინაციული კანონი მივიღეთ, ჰომოსექსუალიც კი გათანაბრებულია ნებისმიერ ადამიანთან და პოლიტიკური პარტიის წევრობა რას უშლის ადამიანს?"

ასავალ-დასავალი, 9-15 თებერვალი

გიორგი გიუაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი: " სულ ახლახან შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის მთავარ სამმართველოში დააბრუნეს და აღადგინეს მამუკა ხვედელიანთან ერთად მამათმავლობაში მხილებული ორი პოლიციელი, რომლებიც თავის დროზე ორგანოებიდან გამოაგდეს, როგორც ზნედაცემული და ბილწი ადამიანები.

ტაბულა, თეორემა, 12 თებერვალი

თამარ ჩერგოლეიშვილი, წამყვანი: ...თქვენ ჰომოსექსუალური აქტი სიბინძურედ მიგაჩნიათ?

გოგლა ჟვანია, ქართული ოცნება: დიახ!

თამარ ჩერგოლეიშვილი, წამყვანი: და იმ შემთხვევაში, ჰიპოტეტურად ვამბობ, თუ ზურა ჰომოსექსუალი იყო, მას ბინძურ ადამიანად მიიჩნევდით?..

გოგლა ჟვანია, ქართული ოცნება: ეს, იქნებოდა ჩვენი ოჯახის უბედურება...

კვირის პალიტრა, 9 თებერვალი

გოგლა ჟვანია, ზურაბ ჟვანიას ძმა, ქართული ოცნება: "ერთი წუთით დავუშვათ, რომ ეს სიბინძურე მართლაც მოხდა... დადგმული იყო სცენა, რომ ამ ადამიანებს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ურთიერთობა ჰქონდათ"...

ობიექტივი, ღამის სტუდია, 9 თებერვალი

რეზო ამაშუკელი, პოეტი: "სანამ აკაკი მინაშვილს წითელ კალგოტკებს არ ჩავაცმევ, არაფერი არ მემუქრება "...

ობიექტივი, ღამის სტუდია, 11 თებერვალი

ლელა ალიბეგაშვილი, მსახიობი: "სწორედ ამ კანონმა [ანტიდისკრიმინაციულმა] მათ [ლგბტ ჯგუფებს] შეასხა ფრთა და ჩათვალეს, რომ მათ ყველაფრის უფლება აქვთ... ეს უკვე გამოდის, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ თავი.

ბონდო მძინარაშვილი, წამყვანი: აგრესიული უმცირესობისგან... მე თვითონაც წინააღმდეგი ვიყავი, რომ კანის ფერის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი გაეთანაბრებინათ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციისთვის."

ბონდო მძინარაშვილი: "ყველაზე ლამაზი არის ორსული ქალი და სანამ ეს ქალად გადაკეთებული კაცები დაორსულებას არ დაიწყებენ, მანამდე თავი უნდა დაანებონ სილამაზეზე საუბარს."

ლელა ალიბეგაშვილი, მსახიობი: "მაგენი შვილებს არ შობენ, ეს არის გენოციდი... საერთოდ, ბოროტი ადამიანების წინააღმდეგი ვარ, ნებისმიერი ორიენტაციის."

ტელემაყურებელი: "...კრიმინალების, ქურდების, გარყვნილებისა და ჰომოსექსუალისტების და სხვადასხვა მრავალნაირი სახე მივიღეთ."


ტელემაყურებელი: "ასეთი საზოგადოების მოწვევა (ტელევიზიაში), რომელიც აღიქმება ნაძირალა საზოგადოებად, მაყურებლისთვის სასარგებლოა? "

ტელემაყურებელი: "ეს არის ძალიან იოლი გზა ხალხის გაჟლეტვის... როდესაც მამაკაცი მამაკაცზე დაქორწინდება და ქალი-ქალზე, ისინი რეპროდუქციას ვერ შეძლებენ... ეს მსოფლიოს მთავრობის პროგრამაა"...

ასავალ-დასავალი, 9-15 თებერვალი, საქინფორმი, 10 თებერვალი,  Geworld.ge, 11 თებერვალი

მიშა გომიაშვილი, მსახიობი: "სადაც არ გადავრთე [ტელევიზია], უსქესო, გადაკეთებულ-გადმოკეთებული, უჯიშო, გაუნათლებელი წამყვან-სტუმრიანი, გადაცემა - „თოქ შოუ“ შემრჩა. გადავრთავ რუსულ არხზე და პრორუსული ხარო?! არ მირჩევნია პრორუსული ვიყო, ვიდრე პროპიდარასტული?“  

კვირის ქრონიკა, 9-15 თებერვალი

მიშა გომიაშვილი, მსახიობი: "ტრაკს თუ არ იძლევი, გადაკეთებული თუ არ ხარ და თუ არავინ მოკალი, მდაბიო და ბანძი თუ არ ხარ, საინტერესო არ ხარ მაყურებლისთვის და მსმენელისთვის?!

გელა ზედელაშვილი: ჩვენ ის ერი ვართ, რომელიც ერთი ხელით მჯიღს იცემს გულში, მეორე ხელით კიდევ ტრაკს აძლევს.

კოტე ყუბანეიშვილი, პოეტი: ჩვენ პიდარასტებს დედას მოვიტ...ნავთ, რადგან ვერაფრით შევეგუებით!"

კვირის პალიტრა, 10 თებერვალი

მიშა გომიაშვილი, მსახიობი: "დღეს თუ ტ....ს არ ვიძლევი, თურმე თეატრში არ უნდა ვიყო.

ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რა ადგილიც არ უნდა მომიჩინოს ისტორიამ, თქვენ ჩემს გვერდით ნამდვილად ვერ მოხვდებით"... 

კვირის ქრონიკა, 9-15 თებერვალი

სათაური: "ლესბოსელებსა და ბისექსუალებს ბავშვობაში ძალადობა აქვთ გადატანილი"

Geworld.ge, 11 თებერვალი

ჯაბა ჟვანია, ჟურნალისტი: "რა ინტერესი აქვს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს, როცა მათ არხზე დღისითა და ღამით გარყვნილების პროპაგანდა მიმდინარეობს - ხან შიშველ ქალებს აჩვენებენ ეთერში, ხან გამოყავთ ე. წ. სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები და ათასგვარ გულისამრევ ისტორიებს აყოლებენ?"

Geworld.ge, 11 თებერვალი

თამარ დავითულიანი, ავტორი: "რა არის გასაკვირი იმაში, რომ ჯანსაღი კონსერვატიზმი ჩვენთვის უფრო მისაღებია, ვიდრე ქართულ ეკრანებზე მომრავლებული კონჩიტები?"

ასავალ-დასავალი, 9-15 თებერვალი

თამარ ხაჭაპურიძე, ასოციაცია „მომავლის იმედი“: "მისი [მარიამ კუკუნაშვილი]... სუროგაციის სათაო ოფისი კი, სამწუხაროდ, თბილსშია და გეი-პიროვნებებს ემსახურება. დიახ, ქალბატონი კუკუნაშვილის მეშვეობით, ქართული გენით ჩასახული ათობით ბავშვები გაუკუღმართებული სექსუალური ორიენტაციის ხალხის ხელში მოხვდა, რაც საქართველოს კანონმდებლობას კატეგორიულად ეწინააღმდეგება."

გენდერული სტერეოტიპები

იმედი, რეაქცია, 13 თებერვალი, ინტერპრესნიუსი, 14 თებერვალი

ლევან ვასაძე, ბიზნესმენი: "როდესაც კაცი უნდა ჰგავდეს კაცს, ქალი უნდა ჰგავდეს ქალს"...

იმედი, რეაქცია, 13 თებერვალი

ლევან ვასაძე, ბიზნესმენი: "მოსმენის ღილაკები, ოჯახური ძალადობა ეს სულ შემოგდებული თემებია... ოჯახური ძალადობის თემების პედალირება არასამთავრობოებისა და მედიის მიერ არის წინაპირობა იმისთვის, რომ გააძლიერონ ფაშისტური "იუვენალური" იუსტიცია და სოც. სამსახურების როლი და დაასუსტონ ოჯახები".

ანტიდასავლური განწყობები

იმედი, რეაქცია, 13 თებერვალი, ინტერპრესნიუსი და Geworld.ge, რეპორტიორი, 14 თებერვალი

ლევან ვასაძე, ბიზნესმენი: "კოსოვო რომ არ ეღიარებინათ ამერიკელებს, რუსეთი არ აღიარებდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოს... ეს ომი, კიევის ცენტრის გადაწვა ამერიკელებმა არ მოახდინეს?! ვიქტორია ნულანდი დადიოდა და ფუნთუშებს არიგებდა კიევის ცენტრში ამ ოპოზიციონერებთან... რუსეთის აგრესია აღმოსავლეთ უკრაინაში კიევში ამერიკელების მიერ მოწყობილი გადატრიალების შედეგია".

იმედი, რეაქცია, 13 თებერვალი

ლევან ვასაძე, ბიზნესმენი: "თუ ესე გაგრძელდება, ხომ საქართველო წაილეკება, აი ამ აგრესიული რელიგიით, რომელსაც ქვია დასავლური ლიბერალიზმი, რომელიც ანადგურებს ადამიანს." 

კვირის ქრონიკა, 9-15 თებერვალი

რეზო ამაშუკელი, პოეტი: "პარტნიორები კი არ არიან [არასამთავრობოები], თქვენი ხელფასიანი აგენტები არიან! მოგმართავთ, ბატონო ნორლანდ: ისტორია თქვენ არ გაქვთ და სულიერება, გაიხსენეთ, როგორ შექმენით სახელმწიფო? და დამისახელეთ ქვეყანა, სადაც შეხვედით და სისხლის ტბები არ დააყენეთ? რატომ არ გვანებებთ თავს?...

ვაზაგაშვილი და დანარჩენი ხალხი ჩახოცა სააკაშვილმა და მისმა სისტემამ, ეს სისტემა კი შექმნა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა!"

საქინფორმი, 10 თებერვალი

მიშა გომიაშვილი, მსახიობი: "რაც შეეხება ლგბტ-ს, რომელსაც ასე გვატენიან ამერიკა და ევროკავშირი, ჩვენ მათთვის ერთგვარი პოლიგონი ვართ, როგორც ჩანს, მაშინ თვითონ რატომ აქვთ ასეთი კანონი [ანტიდისკრიმინაციული] მიღებული".

ასავალ-დასავალი, 9-15 თებერვალი

სოსო რობაქიძე, ბუტა რობაქიძის მამა: "...ვისი გეშინიათ, ევროპის? ან რომელ ქართველს უნდა, ისეთი ევროპა, რომელიც თავისი ხალხის მიერ კრიმინალად გამოცხადებულ სააკაშვილს საბჭოში იწვევს და საპატიო ადგილს უთმობს?"

საქინფორმი, 11 თებერვალი

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციამ და მერკელი & ოლანდის შუამავლურმა დიპლომატიამ - საუკეთესო დასტურმა, რომ დღეს ლამაზმანი ევროპაც კი - ტრადიციულად მსუბუქი ყოფაქცევის ქალი! - არასაჯაროდ აღიარა: უკრაინაში აშშ-მა წარმატებით გაიმეორა 08.08.08 ქართული სცენარი ტერიტორიების შემდგომი დაკარგვით, რაც ნატოში ამ ქვეყნების წევრობას აბრკოლებს.

ალია, 12 თებერვალი

ნინო სამხარაძე, ჟურნალისტი: "აქ [საქართველოში] ამუშავდება მაიდანის სცენარი და რუსეთს დასავლეთი ახალ თავის ტკივილს გაუჩენს კავკასიაში ყველაზე რადიკალური ანტირუსული ძალების ჩანაცვლების გზით."

იმედის კვირა, 15 თებერვალი

ნიკოლოზ მჟავანაძე, იურისტი: "იქ [უკრაინაში] მინისტრების დანიშვნა, აქ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოყვანა ადრე, ეს არის დასავლეთის გარკვეული წრეების დამსახურება".

ობიექტივი, ღამის სტუდია, 10 თებერვალი

სოსო ზაალიშვილი, წამყვანი: "რამდენადაა ეს ბაზა საერთოდ საქართველოსთვის კარგია ეს ხომ მეორე საკითხია. ასეთი ბაზები ქვეყნებში, სადაც გაკეთდა, ამ ბაზამ კარგი არავის არ მოუტანა. ეს ბაზები არის ლიბიაში"...

Geworld.ge, 11 თებერვალი

დავით მხეიძე, ავტორი: " ელ-გე-ბე-ტე-პედერასტებით დაწყებული, სატანისტი სექტებით გაგრძელებული და მაწანწალა ძაღლების უფლებების დაცვით დამთავრებული, ყველაფრით ებრძვიან ყოველგვარ ქართულს, ეროვნულს, ტრადიციულს, მართლმადიდებლურს... აი, რისთვის უხდიან ფულს კარლ ბილდტის მსგავსი დასავლელი “მეგობრები”კოჟორიძე-გიგაური-ლომჯარას “ტროიკას”..."

Geworld.ge, 11 თებერვალი

თამარ დავითულიანი, ავტორი: "ბოლო ხანს ჩატარებული ყველა კვლევა ადასტურებს, რომ დასავლეთის, კერძოდ, აშშ-ისა და ნატოს ავტორიტეტი მინიმუმამდე დავიდა... ამიტომ აქ ისევ ამერიკული მილიონები უნდა ჩაიყაროს, რათა საქართველო საბოლოოდ არ მოვიდეს გონს და შავისა და თეთრის გარჩევა ვერ შეძლოს."

Geworld.ge, 11 თებერვალი

სათაური: "გენოციდის შეერთებული შტატები"

ალექსანდრე ჭაჭია, პოლიტოლოგი: "შეერთებული შტატები მოძებნის საბაბს და დაბომბავს ყველა ქვეყანას, რომლებსაც აქვთ განვითარებისა და რესურსების საკუთარი მოსახლეობის სასარგებლოდ გამოყენების პრეტენზია... ჰიტლერული გერმანიის დამარცხების შემდეგ ფაშიზმის ესტაფეტის ჯოხი აიღო აშშ-ის ცენტრალურმა სამმართველომ".

Geworld.ge, 11 თებერვალი

ნანა დევდარიანი, ავტორი: "ეს ბაზაც და ნატოს ერთგულების რეგულარული დემონსტრირებაც მხოლოდ ქართულ პოლიტიკურ ელიტას უქმნის უსაფრთხოების გარანტიას."

Geworld.ge, 11 თებერვალი

ჯაბა ჟვანია, ჟურნალისტი: " იქ [უკრაინაში] ამ კაენის ცოდვას, სახელად ევრომაიდანს, პროვოცირება სწორედ ამერიკულმა ფულმა გაუკეთა, იბადება შეკითხვა - რა მიზანს ემსახურება ზემოაღნიშნული ფინანსური დახმარება (51 მლნ აშშ-სგან) ჩვენს ქვეყანაში?"

Geworld.ge, 11 თებერვალი

ზვიად ირემაძე, ივერიელები: "უცხო სახელმწიფო (ამერიკა), რომელიც ძმათამკვლელ ომში ერევა და ყველაფერს აკეთებს, რათა დაპირისპირება გამწვავდეს, შეიძლება, რომელიმე მხარისთვის მოკეთე იყოს?.. ნახეთ რა ხდება დონბასსა და ლუგანსკში - ეკლესიებს ანგრევენ და 3-4 წლის ბავშვების ცხედრები ყრია ქუჩებში. აი, ამას აფინანსებს “დემოკრატიული დასავლეთი”.

Geworld.ge, 11 თებერვალი

არმაზ სანებლიძე, ავტორი: "ნორმიდან გადახვევის ავადმყოფობამ იძალა ევროპაში, რომელმაც ოქროს გასაღებიც დაკარგა და ელ-გე-ბე-ტე დროშასაც ეამბორა."

ობიექტივი, ღამის სტუდია, 15 თებერვალი

ვალერი კვარაცხელია, წამყვანი: "ამ დროს არავითარი იდეალისთვის არ იბრძვიან, იბრძვიან პირწმინდად ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებისათვის, რომელშიც არსად არ ფიგურირებს უკრაინის ინტერესები."

ბიულეტენის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-­ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID მეშვეობით

იქნა გაწეული. მის შინაარსზე პასუხისმგებელია MDFდა ის შესაძლოა, არ ასახავდეს USAID-ის და აშშ-­ის მთავრობის შეხედულებებს.

მედიის განვითარების ფონდი

http://www.mdfgeorgia.ge

info@mdfgeorgia.ge

Facebook Twitter Youtube