MDF
#9 (49), 2-8 მარტი, 2015

კვირის მიმოხილვა

2-8 მარტის პერიოდში შემდეგი შემთხვევები გამოიკვეთა: ძალადობის წახალისებ -3; ინდივიდუალური შუღლის გაღვივება -2; ქსენოფობია - 3; ეთნიკური და სექსუალური იდენტობის დაუსაბუთებელი მითითება -2; რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია -1; ცრურწმენები - 4; ჰომოფობია - 5; გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია -1; ანტიდასავლური განწყობები - 23.

კვირის ანტიდასავლური განცხადება

Geworld.ge, 3 მარტი

გოგი თოფაძე, ქართული ოცნება: "სხვათა შორის, ძალიან ბევრმა ქვეყანამ შეზღუდა ეს არასამთავრობოები, დაუბლოკეს ის საბანკო ანგარიშები, რომლებზეც უცხოეთიდან მოდის თანხები. როდესაც ძირს უთხრი შენს სახელმწიფოს, შენს სამშობლოს იმიტომ, რომ შენ ღებულობ გრანტებს უცხოეთიდან, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა მოეთხოვოთ მათ. უნდა აიკრძალოს ეს, ასე გადააბრუნეს ძალიან ბევრი ქვეყანა ამერიკელებმა, ასე მოხდა ის ტრაგედიები, რაც მოხდა არაბეთის ქვეყნებში, ერაყში, იუგოსლავიაში, ლიბიაში, ეგვიპტეში, ახლა სირიაშიც იგივე ხდება, თანაც დემოკრატიის დანგრევის მოტივით ანგრევენ ამ ქვეყანას. კადაფის რა უქნეს, გააუპატიურეს, დაჩეხეს და ნაკუწებად გადააგდეს, არადა, ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა იყო ლიბია"...

ძალადობის წახალისება

ასავალ-დასავალი, 2-8 მარტი

გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: "კიევისგან განსხვავებით, თბილისში, ლიბერასტ ზონდერებს ასე თავისუფლად არ აპარპაშებენ და, ნამდვილად არავის გაუკვირდება, თუ ხალხი იმ ცეცხლწაკიდებულ საბურავებს ნაცებს თვზე ჩამოაცმევს!"

ასავალ-დასავალი, 2-8 მარტი

ირაკლი ურუმბეგაშვილი, ჰელსინკის კავშირი: "...ბოკერია უნდა დაგვეხვრიტა!... როგორ ვნანობ, ეგ რომ გავუშვით!" 

ობიექტივი, ღამის სტუდია, 7 მარტი

ტელემაყურებელი: "ადამიანმა, რომელმაც 18 წლის გოგონა მოკლა და ჩაფლა მიწაში, გააუპატიურა და ძაღლებს შეაჭამა, ის პატიმარი კი არ უნდა გააუპატიურონ, უნდა მოკლან."

ინდივიდუალური შუღლის გაღვივება

ასავალ-დასავალი, 2-8 მარტი

კახა თარგამაძე, ყოფილი შსს მინისტრი: სააკაშვილზე დიდი თაგვი კაცობრიობის ისტორიას არ ჰყოლია! მღრღნელი, მჭამელი, გამფუჭებელი, გამანადგურებელი - ყველაფერი თვითონ არის! 

ასავალ-დასავალი, 2-8 მარტი

ქეთი დოლიძე, რეჟისორი: ბავშვობის (სააკაშვილი) დროს სამკურნალოდ, რომ დაჰყავდათ ახლა უფრო მეტი მკურნალობა სჭირდება. ისტორიიდან ვიცით, რომ ხელისუფლებაში ძალიან ბევრი მანიაკი მოდიოდა. ესეც ჩვეულებრივი მანიაკია, ფსიქიატრების სამკურნალო.

ქსენოფობია

Geworld.ge, 2 მარტი

სათაური: სოსო მანჯავიძე: „ მცხეთაში ხუთი არაბული სოფლის აშენება იგეგმება“

სოსო მანჯავიძე, საკრებულოს დეპუტატი: „... ვითხოვთ ამ საკითხის კანონით დარეგულირებას, რომ შემდეგში ასე არ გაგრძელდეს, თორემ ეს გაგრძელდება და დავკარგავთ ქვეყანას”.

Geworld.ge, 4 მარტი

გიორგი კორძაძე, ავტორი: "შეგახსენებთ სხვა გადამთიელთა ვინაობას, მეტასტაზებივით რომ გავრცელდნენ უკრაინული ხელისუფლების თითქმის ყველა შტოში. მინისტრები: ქართველი კვიტაშვილი, ლიტველი აბრომავიჩუსი, აშშ-ის მოქალაქე - იარესკო, ბაქოელი სომეხი ავაქოვი, უმაღლესი რადის სპიკერი - ებრაელიროისმანი; სოლიდურ თანამდებობებზე მოკალათდნენ ჩვენი ყოფილი თანამემამულეები: ებანოიძე, შელია,ზღულაძე და სხვები.

არადა, “მაიდნის” ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგი იყო: “უცხოელო, გახსოვდეს, აქ ბატონ-პატრონი უკრაინელია!”

Geworld.ge, 6 მარტი

ომარ ქეშელაშვილი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი: "მიწის (ტერიტორიის) ყიდვა-გაყიდვის დაშვება ეროვნულობის დაკარგვის ტოლფასია... სასაზღვრო მიწები გადამთიელს რომ ჩაუვარდება ხელში, რომელ ქვეყანასაც მიუერთდება ეს მიწა, ამას დიდი მიხვედრა უნდა?"

ეთნიკური და სექსუალური იდენტობის დაუსაბუთებელი მითითება

ასავალ-დასავალი, 2-8 მარტი

არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმი: "სომეხი ჰომოსექსუალი ჟვანია ".

ასავალ-დასავალი, 2-8 მარტი

ირაკლი ურუმბეგაშვილი, ჰელსინკის კავშირი: "ტერ-სააკიანის დროს რასაც აკეთებდა, ეგეც ვიცით"...

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია

Geworld.ge, 4 მარტი

მამუკა არეშიძე, ექსპერტი: "ჩვენ რელიგიის პრობლებაც გვაქვს - ცდილობენ, რელიგიური იდეოლოგია შეცვალონ. ამაზეც მუშაობს არა ერთი მუსლიმანური ქვეყანა და ევროპაში არსებული რელიგიური ჯგუფი. ეს პატარა საქართველო ძალიან ბევრს უძლებს...

დღეს ხალხი სოციალურ ქსელში ღიად საუბრობს დასავლეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოების მუშაობის შედეგების სიმახინჯეზე. რამდენიმე წლის წინათ ასე არ ხდებოდა: გახსოვთ, იეღოველებს რამხელა ხელშეწყობა ჰქონდათ? ხალხი მიხვდა, რომ ეს კარგი არ არის."


ცრურწმენები

დუშეთში კალიუმის ციანიდით 15 წლის გოგონას გარდაცვალება პარტია რეფორმატორების წარმომადგენელმა სატანისტურ რიტუალს და მსხვერპლთშეწირვას დაუკავშირა. მედიამ ეს თემა მოარულ ჭორებზე დაყრდნობით, დაუბალანსებლად გააშუქა, რითაც საკითხში სიცხადის შეტანის ნაცვლად, პოლიტიკური პარტიის მიერ შეთავაზებული ცრურწმენა კიდევ უფრო გაამყარა. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტები მტკიცებითი ფორმის ნაცვლად კითხვის სახით გვთავაზობენ საკითხს, წარმოდგენილი ვერსია ცალმხრივია. გამონაკლისია, კვირის პალიტრა (3 მარტი), სადაც ამ ვერსიასთან ერთად მოყვანილია მღვდლის კომენტარი, რომელიც დაუშვებლად მიიჩნევს განსხვავებული გარეგნობის გამო ადამიანის სექტანტებისადმი მიკუთვნებას, ასევე წარმოდგენილია შსს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის და გოგონას მოწამვლით გარდაცვალების შესახებ.

იმედი, იმედის კვირა, 6 მარტი

შალვა რამიშვილი, წამყვანი: "გასულ კვირას, სხვადასხვა მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია დუშეთში სატანისტური სექტის არსებობაზე... უკავშირდება თუ არა ახალგაზრდების სიკვდილი რომელიმე სექტის მოღვაწეობას? იყო თუ არა ეს წყვილთა მსხვერპლშეწირვა? გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვლილები შეყვარებულები იყვნენ."


ნინო ჩარკვიანი, პარტია რეფორმატორების წარმომადგენელი: "რაც შეეხება ამ ბავშვების გარდაცვალებას აქ ადრეც, ვიდრე ეს გოგონა გარდაიცვლებოდა, გვითხრეს, რომ წყვილთა მსხვერპლშეწირვაც არის ერთ-ერთი რიტუალიო."

მაესტრო, მაესტროს 9იანი, 2 და 3 მარტი

გიორგი ხოსრაშვილი, დუშეთის მკვიდრი: "ამ სექტიდან არის ეს ყველაფერი წამოსული. არ ვიცი, ეს სექტა რამდენად არის, მაგრამ ანტირელიგიური რომ არის, ანტიქრისტიანული რომ არის, ეგ ნამდვილად ვიცი... დღითი-დღე ძლიერდება ასეთი სექტები, ბრჭყალებში რომ ვთქვათ. მე მგონი, საზოგადოება ცოტა უნდა შეებრძოლოს ამ ყველაფერს."

2 მარტის სიუჟეტისაგან განსხვავებით, 3 მარტს გასულ სიუჟეტში ნახსენები აღარ არის "სატანისტური სექტა " და მსგავსი ვარიაცები. საუბარია მხოლოდ სიკვიდილის გამომწვევ მიზეზზე - კალიუმის ციანიდზე და მის ხელმისაწვდომოვბაზე.

Geworld.ge, 2 მარტი, პირველი 3 მარტი

"როგორც [ნინო] ჩარკვაინი [პარტია "რეფორმატორები"] აღნიშნავს, ბავშვები განსხვავებული ჰაბიტუსით, კანის ფერითა და სვირინგებით გამოირჩევიან." 

ჰომოფობია

ასავალ-დასავალი, 2-8 მარტი

ჯემალ დავლიანიძე, მწერალი: "სწორედ ამ გუნდამა (ჟვანია-სააკაშვილი) შემოიტანა პირველად საქართველოში ე.წ. ლიბერასტული მიდგომები. ცხონებული ზვიადი ხშირად გვიმეორებდა მეგობრებს - დაიმახსოვრეთ, ეროვნულ ცნობიერებას, მართლმადიდებლობას მამათმავლობის პროპაგანდით და ოჯახის ინსტიტუტის მსხვრევით ებრძვიან ეშმაკის მსახურებიო".

ასავალ-დასავალი, 2-8 მარტი

ნანა ცინცაძე, პოეტი: "რატომ უნდა ისხდნენ ტელევიზიებში არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები და მათ უფლებას აძლევდნენ, დაგვმოძღვრონ მხოლოდ იმის გამო, რომ არატრადიციულები არიან?"

ადამიანები და მათ უფლებას აძლევდნენ, დაგვმოძღვრონ მხოლოდ იმის გამო, რომ არატრადიციულები არიან?"

ობიექტივი, 4 მარტი

ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: "დღეს ხაზარაძე რომ აფინანსებს იმას, რა ქვია, საბას პრემიის პედარასტებს"...

პრაიმ ტაიმი, 2 მარტი

არქიმანდრიტი ანთიმოზი: "მე არა ვარ იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელსაც გადახრა აქვს. გადახრები „არა იმრუშოს“ ნაირსახეობებია"...

Geworld.ge, 2 მარტი,

მამუკა არეშიძე, ექსპერტი: "ყველა ტელევიზია და გადაცემა მუშაობს სქესთაშორის დაპირისპირებაზე, ერთსქესიანებზე, ფსევდო ბომონდის ცხოვრებაზე და ა.შ. ეს არის მცდელობა საზოგადოებრივი გემოვნების ჩამოყალიბებისა... და საბოლოოდ, საზოგადოებას გარყვნის ."


გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია

ნეტგაზეთი, პირველი, 7 მარტი, ინტერპრესნიუსი, რეპორტიორი, 8 მარტი

საპატრიარქოს განცხადება: "ქმარი თავია ცოლისა, ისევე როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა ".

ანტიდასავლური განწყობები

Geworld.ge, 3 მარტი

გოგი თოფაძე, ქართული ოცნება: "დავუშვათ, მოხდა სასწაული და შემოვიდა ნატო, ხომ იციან ამ პოლიტიკოსებმა, რომ ეს დაღუპავს ჩვენს ქვეყანას? ... ნატოს ჩადენილი არ არის ის, რაც მოხდა ერაყში? იგივე ლიბია, იუგოსლავია, ხომ ნახეთ, რაც მოხდა იქ ?"

Geworld.ge, 4 მარტი

ნანა დევდარიანი, ყოფილი სახალხო დამცველი: "იცოდეთ, ისინი ფუნთუშების დარიგებით [იგულისხმება ვიქტორია ნულანდის შეხვედრა უკრაინაში საპროტესტო აქციის მონაწილეებთან], სახელმწიფო გადატრიალების მხარდაჭერით, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სახელით მოჰყავთ, მაგრამ, როცა ყველაფერს საკუთარი თვალით დაინახავთ, აღმოაჩენთ, რომ მათი მოშორება უკიდურესად ძნელია".


ასავალ-დასავალი, 2-8 მარტი

ვალერი ხაბურძანია, ყოფილი უშიშროების მინისტრი: მონობა ის არ არის, ამერიკის ელჩს თვალებში, რომ შესციცინებენ და მის ყველა დავალებას უსიტყვოდ ასრულებენ? საქმე ისე მიდის, რომ ამერიკის ელჩი ჩვენს პოლიტიკოსებს მალე მათრახსაც დაარტყამს!..

ეს იქნება სასწავლო [ნატოს სასწავლო] ცენტრი, სადაც ჩამოვლენ მაღალი რანგის ოფიცრები, გაგრძელდება აქტიური გადმობირებითი მუშაობა, ტვინების მოპარვა და მათი გაუკუღმართება."

საქინფორმი, 2 მარტი

პოლ კრეიგ რობერტსი - ამერიკელი ეკონომისტი: მიზნები ვიქტორია ნულანდის ვიზიტის მიზანი სომხეთში გადატრიალების ორგანიზებაა.

ასავალ-დასავალი, 2-8 მარტი

ელიზბარ ჯაველიძე, სახალხო კრება: "ნემცოვი მისმა პატრონებმა მოკლეს, რათა ისრები პუტინისკენ გადაეტანათ! პუტინს დასავლეთმა ვერაფერი დააკლო ეკონომიკური სანქციებით და ახლა ეს სისაძაგლე მოუფიქრეს !"

Geworld.ge, 3 მარტი

სათაური: "ნემცოვის მკვლელობა აშშ-უკრაინის ორგანიზებულია და რუსეთში საპროტესტო ტალღის აგორებას ისახავს მიზნად"- კოტე კერესელიძე

Geworld.ge, 4 მარტი

მამუკა არეშიძე, ექსპერტი: "ნათელია, რომ ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი გარყვნილია... ჩვენ თავს გვახვევენ დასავლეთიდან შემოსულ ფსევდო ფასეულობებს... დასავლეთში არიან ჯგუფები, რომლებიც არასამთავრობოების ხელით ცდილობენ, დანერგონ ის იდეოლოგია, რომელიც მათ სჭირდებათ."

Geworld.ge, 6 მარტი

არმაზ სანებლიძე, ავტორი: "სწორედ ეს სანიმუშო და სამაგალითო [ამერიკელი] პოლიციელები ხოცავენ უდანაშაულო და უიარაღო ადამიანებს... მხოლოდ შარშან ამერიკელმა პოლიციელებმა 246 ადამიანი მოკლეს საკუთარ ქვეყანაში"...

Geworld.ge, 5 მარტი

გიორგი გაჩეჩილაძე, ავტორი: "ბევრი მკვლევარი და ექსპერტი თანხმდება, რომ ბოლო 100 წლის განმავლობაში წამოწყებულ ომებს, რომელთაც ამერიკის მხარდამჭერები მსოფლიო საზოგადოებრიობის შეცდომაში შესაყვანად კულტურ-რელიგიური მენტალობების დაპირისპირებას უწოდებენ, ამერიკულმა “ცივილიზაციამ” შთაბერა სული".

Geworld.ge, 5 მარტი

ალექსანდრე ჭაჭია, პოლიტოლოგი: “ შეერთებული შტატები მოძებნის საბაბს და დაბომბავს ყველა ქვეყანას, რომლებსაც აქვთ განვითარებისა და რესურსების საკუთარი მოსახლეობის სასარგებლოდ გამოყენების პრეტენზია... ერთადერთი ხსნა ამ ბანდიტებისგან არის ბირთვული იარაღი.

სამწუხაროდ, სწორედ ასეთი სისხლ მოწყურებული კაცი ჭამიები [მაკკეინი] და მათ ზურგს უკან მდგარი გაუმაძღარი კორპორაციები განაგებენ ამერიკას."


Geworld.ge, 5 მარტი

გიორგი კორძაძე, ავტორი: "საბჭოეთი ამერიკამ ვერ დააშინა, სამაგიეროდ, 300 ათასამდე უდანაშაულო მშვიდობიანი ადამიანი დახოცა"...

Geworld.ge, 5 მარტი

პოლ კრეიგ რობერტსი, ეკონომიკურ-პოლიტიკური მიმომხილველი: "თუ ვაშინგტონი სომხეთშიც შეძლებს უკრაინის მსგავსი გადატრიალების მოწყობას,შემდეგი ნაბიჯი იქნება სომხურ ოჯახზე შეტევა, ჰომოსექსუალიზმის ლეგიტიმიზაცია,შვილების გათავისუფლება მშობლების კონტროლისგან,მშობლებისა და შვილების ურთიერთობის გადახედვა."

ასავალ-დასავალი, 2-8 მარტი

ლევან პირველი, ბიზნესმენი: " სააკაშვილი რაც უფრო დავალებული იქნება ამერიკის მიმართ, მით უფრო საიმედო მონა იქნება. ასე, რომ, ამერიკიდან სიმართლეს ნუ ელოდებით!"

ასავალ-დასავალი, 2-8 მარტი, საქინფორმი, 2 მარტი

არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმი: ქართული ლარის გაუფასურებას აქვს ერთადერთი რეალური მიზეზი - ეს არის დასავლეთის ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ამით დასავლეთმა საქართველო დააზარალა!"

იმედი, რეაქცია, 6 მარტი

ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე: ხელისუფლებაზე დღეს მიდის გარკვეული დაწოლა დასავლეთის მხრიდან რომ სამართლიანობის პროცესი იმ დონეზე არ მივიდეს, რომელ დონეზეც ჩვენ ვითხოვთ.

ასავალ-დასავალი, 2-8 მარტი

დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი: ევროპა და ამერიკა ამ ტრაგიკულ ცერემონიალში, როგორც ყოველთვის, ახლაც ასრულებენ და მომავალშიც შეასრულებენ პატიოსანი მესაფლავის ფუნქციას!.. ეროვნულ კატასტროფას, რომელიც კიევში, „დამოუკიდებლობის მონუმენტის“ უზარმაზარი ბოძის გარშემო, ევრომაიდანზე განვითარდა, კონკრეტული ბოზები ხელმძღვანელობდნენ. ისინი უკრაინელებიც იყვნენ, ევროპელებიც და ამერიკელებიც...

ობიექტივი, ღამის სტუდია, 8 მარტი

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი: ე.ი. ამერიკელთა ხელის წაკვრით ხდება ფაშიზმის რეანიმაცია...

ჰამლეტ ჭიპაშვილი: ე.ი. სადაც შედგა ფეხი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იქ მოისპო საერთოდ, ე.ი. ბალახი აღარ ამოდის მიწაზე ხომ?

ობიექტივი, ღამის სტუდია, 8 მარტი

ვალერი კვარაცხელია, წამყვანი: ტვინების გამორეცხვა რას ნიშნავს? იქ როგორ მოხერხებულად აწვდიან რაღაცა ღირებულებებს, იგივე ელგებეტე, იგივე გენედერი, არ არის ეს პრობლემა საქართველოში...

ვალერი კვარაცხელია: ტვინის გამორეცხვა ტვინის გადაბრუნება ადამიანისთვის შავად მოჩვენება თეთრისა, თეთრად მოჩვენება შავისა, ეს არის ამერიკული ხელობა, და რომელსაც ისინი აკეთებენ...

ობიექტივი, ღამის სტუდია, 8 მარტი

ტელემაყურებელი: "აი, ეს ფაშისტური ძალები, დასავლეთი და ამერიკა, თუკი ჩვენ შევცვლით ხელისუფლება მიმართულებას რუსეთისკენ, დაუშვათ, რა თქმა უნდა, მოაწყობენ აქ მაიდანს"...

ტელემაყურებელი: ...მეხუთე კლასში ვტიროდით ბიძია თომას ქოხის გამო და ახლა ეს ქვეყანა გვასწავლის ანტიდემოკრატიული კანონი რას გვიკრძალავს? რაც შეეხება ენას, ეს არის ინგლისელების, გარეწრის ენა... თავისი ენაც კი არ აქვთ, ეს ადამიანები ხომ წარმოშობილნი არიან სხვადასხვა ნაციისაგან, პირველი ევროპული კოლონიზატორების შთამომავლები არიან.

ობიექტივი, ღამის სტუდია, 7 მარტი

ტელემაყურებელი: "არ გვინდა ბატონო, არც ნატო გვინდა, არც ამერიკა გვინდა და არც ევროკავშირი გვინდა."

ტელემაყურებელი: "ამერიკა ნაკლებს სჩადის? რა მოაწყო ერაყში, რა მოაწყო სირიაში.. რა მოაწყო სხვა ქვეყნებში.. "

ტელემაყურებელი: "რადგან თქვენ ამბობთ, რომ რუსეთი ოკუპანტია, ვიცით, რომ ოკუპანტია, რა თქმა უნდა, ოკუპანტია. ამავდროულად, ევროპამ და ამერიკამ ხომ ჩვენი სულიერი ოკუპაცია მოახდინა?"

ბიულეტენის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-­ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID მეშვეობით

იქნა გაწეული. მის შინაარსზე პასუხისმგებელია MDFდა ის შესაძლოა, არ ასახავდეს USAID-ის და აშშ-­ის მთავრობის შეხედულებებს.

მედიის განვითარების ფონდი

http://www.mdfgeorgia.ge

info@mdfgeorgia.ge

Facebook Twitter Youtube