#78 (48), 23 თებერვალი - 3 მარტი, 2015
|
|
|
23 თებერვლის -3 მარტის პერიოდში შემდეგი ფაქტები გამოვლინდა: კრიმინალური ინციდენტის განხილვა ქსენოფობიურ კონტექსტში -1; თურქოფობია/ისლამოფობია -2;ქსენოფობია -5; რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია -2; ძალადობის გამართლება - 1; ჰომოფობია - 14; გენდერი -2; ანტიდასავლური განწყობები -15.
|
|
კვირის ჰომოფობიური განცხადება
|
|
|
ასავალ-დასავალი, 23 თებერვალი -3 მარტი
დიმა ჯაიანი, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი: "არატრადიციული ორიენტაციის მქონე ხალხის წინააღმდეგ არ ვარ, მაგრამ პროპაგანდას ვერ ავიტან, შვილიშვილი არ უნდა მეკითხებოდეს, ბიჭი ბიჭს რატომ კოცნისო. ტელევიზიებს ასეთი დამოკიდებულება შევამჩნიე, როცა ინტერვიუა ასაღები რომელიმე სფეროს წარმომადგენლისგან, ვთქვათ, სკამების ხელოსნისგან, მაინცდამაინც გეის აარჩევენ და იმას ჩაწერენ."
|
|
კრიმინალური ინციდენტის განხილვა ქსენოფობიურ კონტექსტში
|
|
რუსთავი 2, არჩევანი, 24 თებერვალი
ზვიად ძიძიგური, პარლამენტის ვიცე-სპიკერი: "ირანელი ტურისტი შემოვიდა, არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვსო, 3 დოლარი ედო ჯიბეში, ფეხზე ეცვა სანდლები თუ რაღაცა და გამოჭრა ყელი მარიამ ქოჩლაძეს, პატარა აჭარელ გოგონას. არ შეიძლება რომ ყველამ, ვისაც მოუნდება, გამოიაროს საქართველოში, უნდა არსებობდეს რეგულაციები"...
|
|
რეპორტიორი, 23 თებერვალი
[საარქივო მასალა]
მურმან დუმბაძე, პარლამენტარი: "ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგი ვართ ბათუმში დაიდგას მე-19 საუკუნის, დამპყრობელი ოსმალეთის იმპერიის, დამპყრობელი სულთან აბდულა აზიზეას სახელობის მეჩეთი...
|
ხიფათი არის მის პოლიტიკურ ზრახვებში, ხიფათი არის მის იდეოლოგიურ ზრახვებში. იცი რამდენი ბავშვი ჰყავს წაყვანილი ბათუმიდან უფასოდ ? რა პრინციპით არჩევს ამ ბავშვებსა და რა ინტერესი აქვთ, რომ 3000 ახალგაზრდა ბავშვი ჰყავს ჩაყვანილი და ასწავლის ყურანს. რა ინტერესი აქვს ასეთი თურქეთს?"
|
|
|
|
კავკასია, სპექტრი, 23 თებერვალი
მურმან დუმბაძე, პარლამენტარი: "...მერე მიდის [მაია ფანჯიკიძე, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი] და უშვებს უზარმაზარ შეცდომას ფრაზეოლოგიაში, რომ აჭარლებიც ქართველები არიან და იმათაც აქვთ უფლება ილოცონ".
|
|
კავკასია, სპექტრი, 25 თებერვალი
დავით აქუბარდია,წამყვანი : "ის, რაც თურქეთიდან, უკრაინიდან, ირანიდან და ჯანდაბა ჩინეთიდან მოდიან ხო, 40% არ არის ადგილობრივი წარმოებისა. რაც ინფრასტრუქტურაში ჩაყარა მიშა შეჩვენებულმა, სხვა ქვეყნის ეკონომიკები გაამდიდრა მაგითი."
|
|
Geworld.ge, 25 თებერვალი
იაკობ ლეჟავა, ავტორი: "თუ სახნავ-სათესი მიწები, წყალი, მდინარეები, ტყეები, საძოვრები და წიაღისეული გაიყიდება... და ამ ყველაფრის მეპატრონეები თავიანთ გვარ-ჯილაგსაც
|
ჩამოასახლებენ (ხელისუფლების ხელშეწყობით უკვე ხომ ათეულ ათასობით თურქი, ათასობით ჩინელი, ინდოელი, არაბი და აფრიკელია ჩამოსახლებული)... ახლო მომავალში ქართველის სახსენებლის გაქრობის ფაქტის წინაშე დავდგებით"...
|
|
|
|
ასავალ-დასავალი, 23 თებერვალი -3 მარტი
პაატა კოღუაშვილი, პროფესორი: "უცხოელები ქართულ მიწას ზურგზე არ მოიკიდებენ და არსად წაიღებენ, მაგრამ ამ ქვეყანაში დასახლდებიან, რომ ქართველები საქართველოში უმცირესობაში აღმოვჩნდებით!"
|
|
ასავალ-დასავალი, 23 თებერვალი -3 მარტი
სათაური: "ვაზისუბნელმა გლეხებმა ყიზილბაშებზე გაიმარჯვეს და საძოვრები დაიბრუნეს!"
კვირის ქრონიკა, 23 თებერვალი -3 მარტი
გიორგი ჯიქიაშვილი, ჟურნალისტი: "ჰო, მართლა,
|
ეროვნულ უმცირესობებსა და მათ ენებს რაც შეეხება, რა ვუყოთ სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ ათეულ ათასობით სომეხსა და აზერბაიჯანელს, რომელიც ქართულად ორი სიტყვის გადაბმას ვერ ახერხებს? რა ვუყოთ იმ ათი ათას თურქს, რომელსაც კრიმინალმა სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მისცა?!"
|
|
|
|
რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია
|
|
Geworld.ge, 25 თებერვალი
ზურაბ ცუცქირიძე, ავტორი: "...როდესაც რომის პაპმა ამას წინათ განაცხადა, პედერასტები (მან ტერმინი “ჰომოსექსუალები” იხმარა) ჩვენი ეკლესიის წიაღშიც უნდა შევიწყნაროთო. ზნეობრივად გაღატაკებული ხალხების სულიერ წინამძღვარს სხვა რა მოეთხოვებოდა?"
|
|
იმედი, იმედის კვირა, 1 მარტი
გოდერძი შარაშია, ჟურნალისტი: "[ბასილ მკალავიშვილი, რომელიც დაკავებული იყო იეჰოვას მოწმეებსა და ბაპტისტებზე თავდასხმებისთვის] ფიქრობს, რომ სწორად მოიქცა მაშინ, როცა თავისუფლების ინსტიტუტს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ერთადერთი ნანობს, როდესაც მრევლთან ერთად სხვადასხვა სექტის წარმომადგენლებს თმებს ჯვრის ფორმით სჭრიდა...
ბასილ მკალავიშვილი, მღვდელი: "...ამ დროს ბოკერია და დავით პაიჭაძე მოუძღვის იმას, რა ქვია, თავის ჯართს - იაღოველებს და დეგვესივნენ ამ 30 კაცს და მერე ჩვენი მრევლიც მობრუნდა და გაიმართა იქ ხელჩართული ბრძოლა. ყველა ამ სექტანტებს ხელმძღვანელობს ბოკერია.
გოდერძი შარაშია, ჟურნალისტი: გინდოდათ გეცემათ მაშინ ბოკერია ?
მამა ბასილ მკალავიშვილი: ბოკერიამ საკმარისად მიიღო და კიდევ ემუქრება მრევლი. თუ კიდევ წინ აღუდგება მართლმადიდებლობას ფიზიკურადაც გავუსწორდებით მათ.
|
|
Geworld.ge, 26 თებერვალი
ზურაბ ცუცქირიძე, ავტორი: "ჟურნალი,(შარლი ებდო) რომელიც ყველაზე წმინდა და ფაქიზ რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს, ტერორისტი არ არის და ის, ვინც მას სჯის, ტერორისტია?.. ვიღაცამ ომში დაღუპული მამის საფლავი რომ წამიბილწოს, დედაზე კი ათასი უხამსობა თქვას, ხანჯალი რომ გავუყარო მუცელში, მე ვიქნები ტერორისტი, ხომ?"
|
|
იმედი, იმედის კვირა, 1 მარტი
არჩილ ჭყოიძე , კოალიცია ევრაზიული არჩევანის თავმჯდომარე: "ვხედავთ, აი, რუსთავი 2-ზე, იმედზეც ზოგიერთ თოქ-შოუს, რომელიც ბოლო დროს იქცა უკვე არამარტო ჰომოსექსუალიზმის,... იქ რაღაც ლესბოსელობის პროპაგანდად, არამედ უკვე ვხედავთ კიდე ამაზე უფრო დიდ სიმახინჯეს, როდესაც გამოყავთ ყოფილი ქალი, რომელიც გადაკეთდა კაცად... და ეს ლესბოსელები და მაპატიეთ და უკანალის მოთამაშეებბმა იარონ და რაც უნდა ის გააკეთონ"...
შალვა რამიშვილი, წამყვანი: ჩამოვყალიბდეთ ავადმყოფობაა თუ დანაშაული ?
არჩილ ჭყოიძე: ორივე ერთად... იმიტომ, რომ ეს არის ხორცის ავადმყოფობა და სულისთვის უმძიმესი ცოდვა და დანაშაული.
მაია სტეფნაძე, გია ჯაჯანიძის შოუს პროდიუსერი: მაინტერესებს ჩვენ სად დაგვინახეთ, რომ ვეწეოდეთ ჰომოსექსუალიზმის და სხვა გარყვნილების...
არჩილ ჭყოიძე: მამათმავლობის პროპაგანდა უნდა ისჯებოდეს აუცილებლად კანონით.
ჯონდი ბაღათურია, ბურჯანაძე-გაერთიანებული ოპოზიცია: "...1998 წლამდე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში ჰომოსექსუალიზმი ითვლებოდა პათოლოგიად, ფსიქოლოგიურ პათოლოგიად, დაავადებად. მე ახლაც ვფიქრობ, რომ ეს არის პათოლოგია.
|
|
ასავალ-დასავალი, 23 თებერვალი -3 მარტი
ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანება: "...ყველას მაშინვე თავში გაუელვა ფიქრმა, რომ ჟვანია და
|
უსუპოვი კონსპირაციულ ბინაში გარყვნილებას ეძლეოდნენ... ეს ავადმყოფი ვაჭარაძე, როცა უნდა, ტელეეკრანიდან არ ჩამოდის, ხოლო ახლა გატრუნულია და ხმას არ იღებს!"
|
|
|
|
ასავალ-დასავალი, 23 თებერვალი -3 მარტი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: " და სწორედ ამ პირის [დავით საყვარელიძე, უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე] დახმარებით სჩადიოდა ადეიშვილი იმას, რასაც ჩვენში უზნეობას ეძახიან!...
პრინციპში, ეს უკრაინის ხელისუფლებაში არ უნდა გაუკვირდეთ, რადგან ამ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრიც - არსენ ავაკოვიც აღიარებული გეია!"
|
|
ასავალ-დასავალი, 23 თებერვალი -3 მარტი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: "მარგველაშვილთან ავლაბრის რაიხსტაგში, ლგბტ „იდენტობის“ „თავქალი“ ირაკლი ვაჭარაძეც მიიწვიეს! "
ასავალ-დასავალი, 23 თებერვალი -3 მარტი
თეოდორ გიგნაძე, დეკანოზი: "ჩემი აზრით, სუროგაცია და ამ გზით გაჩენილი ბავშვების ერთსქესიან წყვილებზე მიშვილება კრიმინალია, რომელიც ევროპაში 3-4 ქვეყანაშია მხოლოდ ნებადართული და ქართველებმა აქაც მოინდომეს ამ უმსგავსობაში დაემსგავსონ მათ?!"
|
კვირის ქრონიკა, 23 თებერვალი -3 მარტი, ალია, 26 თებერვალი
თამუნა მჭედლიშვილი, ჟურნალისტი: რატომ წაუყრუებს საქართველოს მთავრობა ჩვილი ბავშვების ყალბი საბუთებით საზღვარგარეთ გაყვანის საქმეს, თანაც გეი წყვილებისთვის?
თამარ ხაჭაპურიძე, მომავლის იმედი: [ასახელებს ბავშვებს, რომლებიც მისი განცხადებით, გეი წყვილებზე გააშვილეს] ... ქართული გენეტიკური მასალით ჩასახული უამრავი ბავშვი უცხოელი გაუკუღმართებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ხალხის ხელშია მოხვედრილი და ეს დღემდე გრძელდება."
|
|
|
|
კვირის ქრონიკა, 23 თებერვალი -3 მარტი
გიორგი ჯიქიაშვილი, ჟურნალისტი: "დიახ, საზოგადოება, რომელიც სააკაშვილის ტელევიზიების წყალობით გაბრუებულია პედერასტი ჯაჯანიძის, კესარიებისა და მაცაცოების კურტუმოების თამაშით, ვერც კი ამჩნევს, რეალურად რა უბედურებაც ტრიალებს ჩვენს თავს".
ალია, 26 თებერვალი
ლელამიქელაძე: "ბოლომდე ვერ აღიარებს, რომ ჰომოსექსუალია და ეგება დაეხმაროს ვინმე, რომ პედოფილიაშიც არ გადავიდეს... კონჩიტას, დაეხმაროს ეგებ ვინმე".
|
|
Geworld.ge, 26თებერვალი
ზურაბ ცუცქირიძე, ავტორი: "მანამ არ აუდგეთ გვერდები ლიბერასტებს, სანამ პედერასტს მოფერებით გეის ან ცისფერს ვუწოდებ!"
Geworld.ge, 28 თებერვალი
კვირის პალიტრის 2013 წლის მასალა
ზვიად ირემაძე, გლობალიზაციის მკვლევარი:"მედიცინა, პედაგოგიკა, სოციოლოგია და სხვა დარგები
|
მეცნიერეულად ასაბუთებენ, რომ ბავშვი ფიზიოლოგიურად და ფსიქიკურად სრულფასოვნად ვითარდება მხოლოდ ტრადიციულ ოჯახში, რომელიც დადგენილია ღვთის განგებით. განსხვავებულ შემთხვევებში რისკ-ფაქტორი იმისა, რომ ბავშვი ჩამოყალიბდეს ასოციალურ, დანაშაულისკენ მიდრეკილ, სექსუალურად გადახრილ პიროვნებად, განუზომლად იზრდება. "
|
|
|
|
|
|
|
ასავალ-დასავალი, 23 თებერვალი -3 მარტი
ზაზა პაპუაშვილი, ქართული ოცნება: "შეხედეთ, ტელევიზიები რას ჰგვანან! როგორ ლაპარაკობენ ვიღაც ვიგინდარამ ცოლი სცემა თუ ცოლისდას თავში რაღაც ჩაარტყა, ეს ამხელა რანგში რატომ არის აყვანილი და ტელევიზიებში ამაზე ამხელა ისტერიკა რატომ არის ატეხილი?! ვის სჭირდება ამ თემით სპეკულაცია და რას ემსახურება ეს პროპაგანდა?!"
|
|
|
|
|
ასავალ-დასავალი, 23 თებერვალი -3 მარტი
ლევან ვასაძე, ბიზნესმენი: "ოჯახური ძალადობის თემატიკის პედალირება არასამთვრობოებისა და მედიის მიერ არის წინაპირობა იმისათვის, რომ გააძლიერონ ფაშისტური იუვენალური იუსტიცია და სოცსამსახურების როლი და დაასუსტონ ოჯახები."
|
|
|
|
|
ასავალ-დასავალი, 23 თებერვალი -3 მარტი, რეპორტიორი, 24 თებერვალი
ზაზა პაპუაშვილი, ქართული ოცნება: "მე არ მინდა, ჩემი ქვეყანა ორი ზესახელმწიფოს ჯახის დროს შუაში გაიჭყლიტოსდა გაქრეს! არ შეიძლება, გიჟებივით ვიძახოთ - პროევროპელები ვართ, პროამერიკელები ვართ, პრორუსები ვართ, პრო... პრო... პრო... გამაგებინეთ, თუნდაც 2008 წლის ომის დროს რა ხარისხის დახმარება მივიღეთ ჩვენი მეგობრებისაგან? - მხოლოდ შეშფოთება, აღშფოთება, წყალი და პამპერსი?!"
|
რეპორტიორი, 26 თებერვალი
ვალერი ხაბურძანია, უშიშროების ყოფილი მინისტრი: ნუ იქნები ამერიკელებზე მეტად ამერიკელი [ირაკლი ალასანიას], შეეშვი საქართველოში ამერიკელების ბაზების დადამღუპველი რაკეტების განლაგებისათვის მოქმედებას, ნუ უთხრი ძირს ამერიკაში დღევანდელი ხელისუფლების არცთუ მყ არ ავტორიტეტს და მეც შევეშვები ყველაფერს და ქუთაისში ჩემს სათბურში პომიდვრებს მივხედავ", - წერს.
|
|
|
|
კვირის ქრონიკა, 23 თებერვალი -3 მარტი, საქინფორმი, 26 თებერვალი, რეპორტიორი, 23 თებერვალი
რეზო ამაშუკელი, პოეტი: "... რატომ ვეძახით ამ ამერიკელებს ჩვენს მეგობრებსა და ყველაზე ახლო პარტნიორებს, თუ მათი უმაღლესი სახელმწიფო პირი [ვიქტორია ნულანდი] ჩამოდის და გეგმავს გადატრიალებას, სისხლისღვრასა და ათას უბედურებას?..
მაგათ იციან მხოლოდ შანტაჟი, ტყუილი, სისხლი, ცილისწამება, ფულის შოვნა და მაკკეინიების მონური სამსახური...
რუსეთს ამ ბებერმა ევროპამ, სადაც ღმერთი მოკლეს და სადაც უკვე აღარ იციან, ცოლი შეირთონ, დედა თუ მამას გაჰყვნენ ცოლად, დაუწესა სანქციები...
„ოცნების" წარმოდგენლები რომ გაიძახიან, ნატოსკენ სვლა ეს ქართველი ხალხის ურყევი ნებააო, ვინ ჰკითხა ქართველებს ნებაზე?.. გამოჰკითხეთ ხალხს დანახავთ, პედერასტები უნდათ საქართველოში, თუ კაცები?"
|
|
Geworld.ge, 25 თებერვალი
იაკობ ლეჟავა, ავტორი: "ამერიკას მიზნად აქვს დასახული მსოფლიოზე ბატონობა,რასაც ახორციელებს კიდეც სახელმწიფოების სამხედრო და, უმეტესწილად, ეკონომიკური დამორჩილების გზით, რისთვისაც იყენებს მაღალჩინოსნების მოქრთამვის მეთოდს და კორუფციაში ჩაფლული ხელისუფლებების დახმარებით ატარებს მისთვის სასურველ პოლიტიკას–მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის სესხებით ხდება გაჭირვებაში მყოფი სახელმწიფოების დაკაბალება და მოსახლეობის კვლავ სიღატაკეში ჩატოვება".
|
Geworld.ge, 26 თებერვალი
ზურაბ ცუცქირიძე, ავტორი: "რომისა და ბიზანტიის იმპერიების დაღუპვის წინა დღეების უზნეობის აგონიას ძალიან მაგონებს დღევანდელი ევროპის ქვეყნების და აშშ-ის ხელისუფალთა მიერ მიღებული კანონები, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვითაა შენიღბული და სასიკვდილო საფრთხის შემცველია... “კანონი ერთსქესიანთა ქორწინების მართლზომიერების შესახებ”... ინცესტის (სქესობრივი კავშირი და-ძმას, მშობლებსა და შვილებს შორის) კანონიერების შესახებ. "
|
|
|
|
Geworld.ge, 26 თებერვალი
იზა თამაზაშვილი, ავტორი:"ეროვნული ღირებულებები და დასავლეთისკენ სწრაფვა ურთიერთგამომრიცხავია...ევროპა მხარს უჭერს სიყალბეს და ფაშიზმს (უკრაინის მაგალითი) _ ეს არის მისი ფასეულობა!"
ასავალ-დასავალი, 23 თებერვალი -3 მარტი
ირაკლი გურჩიანი, „ტოიოტა ცენტრის“ ხელმძღვანელი: "რატომ სურთ, ჩვენი შვილები პედერასტები და ლესბოსელები გახდნენ?.. დღეს გლობალისტების ერთადერთი შემაკავებელი ძალა მართლმადიდებლობაა. სწორედ მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მიდის გამალებული ომი. ამიტომაც ააოხრეს სერბეთი! ჩვენც მათი სამიზნე ვართ. ვიდრე პატრიარქი ცოცხალია, არ მეშინია, მიზანს ვერ მიაღწევენ, მაგრამ, ოდესმე ისე არ მოხდეს, რომ კათოლიკოსად მამათმავალი დაგვისავან!"
|
|
ასავალ-დასავალი, 23 თებერვალი -3 მარტი
ირაკლი კაკაბაძე, პუბლიცისტი: "გგონიათ ამ მაფიას (ტრანსნაციონალური მაფია) ინტერპოლი არ ჰყავთ ნაყიდი ან თვად FBI არ ჰყავთ მოსყიდული?! იცით, რამდენ ფულს უხდიან ჯონ მაკ-კეინს?.. მაკ-კეინის თანაშემწე რენდი შურვემანი იარაღის გადამყიდველი ჯგუფის ლობისტია...
დღეს მთლიანად კაცობრიობა არის ჩაფლული ნეოლიბერალურ კორუფციაში! მსოფლიოს ტრანსნაციონალური კაპიტალი მართავს! უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიც ამის გამოძახილია!"
ასავალ-დასავალი, 23 თებერვალი -3 მარტი
ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანება: "...მოაწყვეს
|
უკრაინაში გადატრიალება, წააქეზეს უკრაინა, რომელსაც დააკარგვინეს ყირიმი, დააკარგვინეს დონბასი და ახლა გაიძახიან, ევროკავშირის მისია უნდა შევიდეს კონფლიქტურ ზონაშიო!"
ასავალ-დასავალი, 23 თებერვალი -3 მარტი
მიხეილ ცაგარელი, ასტროლოგი: "ნატო-ს მე ვერ ვხედავ და არც მინდა, დავინახო, ნატო თუ შემოვიყვანეთ, რუსეთის სახით მუდმივ მტერს ვიჩენთ, ამით ნატო-ც ნაკლებად დაზარალდება და რუსეთიც, საქართველო კი გაიჭყლიტება."
ასავალ-დასავალი, 23 თებერვალი -3 მარტი
გურამ ჭავჭანიძე, პენსიონერი: "ნეტავი ჩაწვდეთ ძია სემს სულში,მიხვდეთ ეგ ხვითო, თუ რა ჯიშია, -რომ შორს არიან ობამაც, ბუშიც, ხოლო რუსეთი ყურის ძირშია!"
|
|
|
|
ობიექტივი, ღამის სტუდია, 24 თებერვალი
ლალი მოროშკინა, პიარტექნოლოგი: "ე. ი იმხელა მაშტაბით არის პედოფილია და ბავშვებზე ძალადობა საფრანგეთში და ზოგადად ევროპულ ქვეყნებში, რომ ... უფლება არ აქვს ბავშვს მარტო იმოძრაოს, იმდენად საშიშია".
კვირის ქრონიკა, 23 თებერვალი -3 მარტი
გიორგი ჯიქიაშვილი, ჟურნალისტი: "დიახ, ნანუაშვილი, რომელიც პირდაპირ მიბმულია და საზრდოობს ისეთი ვაიორგანიზაციებიდან, როგორებიცაა "შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო", "ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო" ... ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (და კიდევ კაცმა არ იცის, რამდენ მსგავს შავრაზმულ "კანტორას" კუდით გადანასკვულi), უმცირესობათა უფლებებზე საუბრით პრობლემის თითიდან გამოწოვას ცდილობს." ...
|
|
|
|
|
ბიულეტენის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID მეშვეობით
|
|
|
|
|
იქნა გაწეული. მის შინაარსზე პასუხისმგებელია MDFდა ის შესაძლოა, არ ასახავდეს USAID-ის და აშშ-ის მთავრობის შეხედულებებს.
|
|
|
|
|
|
|