MDF
#10 (50), 9-15 მარტი, 2015

კვირის მიმოხილვა

9-15 მარტი პერიოდში შემდეგი ფაქტები გამოიკვეთა: სიძულვილის ენა -4; ძალადობისკენ მოწოდება - 2; ქსენოფობია -9; თურქოფობია -1; არმენოფობია -1: ეთნიკური იდენტობის დაუსაბუთებელი მითთება -2; რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია - 3; ჰომოფობია - 9; გენდერული სტერეოტიპები -4; ანტიდასავლური განწყობები -21.

სიძულვილის ენა

ასავალ-დასავალი, 9-15 მარტი

სოსო ჯაჭვლიანი, ქართული ოცნება: "...როგორც იტყვიან, ავადმყოფი [ნაციონალები] ლოგინში უნდა მიჩინჩლო!"

ასავალ-დასავალი, 9-15 მარტი

გურამ საღარაძე, ფალავანი: "ნაციონალური მოძრაობა არის სექტა და საქართველოში ნაცისტების ბუნდღა აღარ უნდა იყოს! ასეთი შავი ჭირის საქართველოს ისტორიას არ ახსოვს!"

რეპორტიორი, 14 მარტი

რობერტ სტურუა, რეჟისორი: "21 მარტს საქართველოში დაჭაობებული ბოროტება [ნაციონალური მოძრაობა] უკანასკნელად გაგვლუმპავს, აგვაყროლებს, და რადგანაცვერ მოვუარეთ,ვერ გავწმინდეთ დალოცვილი სამშობლო (უცხო ბოროტებამ არ მოგვცა ნება)"...

ასავალ-დასავალი, 9-15 მარტი

ანთიმოზ ბიჩინაშვილი, არქიმანდრიტი: "17 მაისის მოვლენების შემდეგ სულ ითხოვდნენ ჩემს დასჯას... ეს ხალხი უფრო ეკლესიის მტერი მგონია. პატრიარქსა და ეკლესიაზე თავდასხმა იმავე იესო ქრისტეზე თავდასხმაა, რომელსაც ახორციელებენ საქართველოს მტრები, ფულით მოსყიდული ქართველების მიერ. პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს არის ანტიქრისტეს იდეოლოგია."

ძალადობისკენ მოწოდება

კვირის ქრონიკა,9-15 მარტი

ელიზბარ ჯაველიძე, სახალხო კრება: ..."როცა ქართველ კაცს გაუჭირდებოდა, თოხს დებდა და თოფს იღებდა! ასე ავიღებთ თოფებს, ხმლებს, კალმებს ხელში და ჩვენ მივუჩენთ სისხლის მსმელ „ნაციონალებს“ ადგილს!"

Geworld.ge, 11 მარტი

გიორგი კორძაძე, ავტორი: "გაიზიარებს თუ არა სააკაშვილი ბორის ნემცოვის ხვედრს? პასუხი ასეთია: აუცილებლად! რადგან ეს ყველა რანგისა და ჯურის მოღალატის კანონზომიერი აღსასრულია!"

ქსენოფობია

კავკასია, ბარიერი, 10 მარტი

ზვიად ძიძიგური, ქართული ოცნება: "მე ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს, მარტივად რომ ვთქვათ, საქართველო "პრახადნოი დვორი." ახლა აქ მოხდა ესეთი რამ, პატარა გოგონა, მარიამ... გვარი არ მახსოვს, აჭარაში გოგონა მოკლა შემოსულმა ტურისტმა [ბრალდებული ირანის მოქალაქეა], რომელსაც სამი დოლარი არ ედო ჯიბეში... მაგრამ ის, რომ აქ გაუხსნა ყველას... ვისაც მოეხასიათება, შემოვიდეს, გავიდეს და ასე შემდეგ, არ შეიძლება...

მე არ მიმაჩნია, რომ სწორი იყო, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ბოლო ორი თვის განმავლობაში 3 ათასზე მეტ ადამიანს მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა და ვინ იყო, რა კატეგორიის ხალხი იყო, საიდან ჩამოსულები იყვნენ, რომელ ენაზე ლაპარაკობდნენ, თვითონ თუ იცოდნენ, რომელი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ, არავინ არ იცის."

კავკასია, ბარიერი, 10 მარტი

სოსო ზაალიშვილი, ისლამის საკითხებში ექსპერტი: "...მე მესმის, რომ ირანის ელჩს ძალიან ეწყინა ეს გამოსვლა [იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადება ირანთან დაკავშირებით], მაგრამ როდესაც ისეთი სახელმწიფო, როგორიც ირანი არის და მისი სულიერი ლიდერი და მისი ხელმძღვანელობა სხვა სახელმწიფოს ფიზიკური განადგურებით ემუქრება, ასეთი ქვეყნიდან ტურისტები თუ გვინდა ჩვენ საქართველოში, კი ბატონო, მივიღოთ."

...იმის გამო, რომ ვალუტა შემოვიდეს ქვეყანაში, უნდა შემოვუშვათ ტერორისტები, რომლებმაც შემდეგ შეიძლება შედეგად გამოიღოს ის, რომ საქართველოს სახელმწიფოს შეექმნას საფრთხე."

ასავალ-დასავალი, 9-15 მარტი

მერაბ ბერძენიშვილი, მოქანდაკე: "წინა ხელისუფლებამ საქართველოში საზღვრები გახსნა, რამაც საქართველო დიდი საფრთხის წინაშე დააყენა, თბილისში დავით აღმაშენებლის პროსპექტზე უეცრად გაჩნდა ყველაფერი თურქული. ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ბათუმი, კახეთში ინდოელები გამოჩნდნენ, თბილისში მთელი ერთი უბანი ჩინელებმა „დაიპყრეს“, გაიყიდა მიწები... ეს ყველაზე დიდ ბოროტებად მიმაჩნია... იქნებ ჯერ მიტაცებული მიწების დაბრუნებაზე გვეფიქრა, აკი ნახევარი საქართველო ისედაც გასხვისებულია!"

ობიექტივი, ღამის სტუდია, 15 მარტი

ლევან ჩაჩუა, ქართული იდეა: "ისეთი საშინელი და სავალალო კანონპროექტი დევს ეხლა პარლამენტში, სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გაყიდვის, რომ ეგ მოხნული და ტრაქტორები სადაც დადიან, უცხოელების ხელში შეიძლება აღმოჩნდეს"...

დავით მხეიძე, პუბლიცისტი: "ფაშიზმზე უარესია ჩემთვის, რაც ხდება. მალე ასე თუ გაგრძელდა... ის დახნული მიწა იქ დარჩება, უკან... არის რაღაცეები, რასაც არ დათმობს ქართველი კაცი."

ტელემაყურებელი: "ქვემო ქართლში ოთხი ძალა ებრძვის ერთმანეთს ამ ტერიტორიისთვის. ეს არიან არაბები, აზერბაიჯანელები, ირანელები და თურქები. ამ შემთხვევაში, ჩვენ არა მარტო ფიზიკური გადარჩენა გვჭირდება, არამედ მენტალური გადარჩენაც"...

Geworld.ge, 11 მარტი

ჯაბა ჟვანია, ავტორი: "...დედაქალაქი (და არა მარტო დედაქალაქი) გაივსო გაურკვეველი მიზნებით შემოსული უცხოელებით, რომლებსაც “ნაცების” პროპაგანდა ინვესტორებად იხსენიებდა. შემოსულთა შორის ჭარბობენ არაბები, ერაყელები, ეგვიპტელები, ირანელები და სირიელები. მათი “ინვესტიციების” ერთადერთი “სიკეთე” კი ჩილიმბარების, ანუ მათივე გასართობი ღამის კლუბების მომრავლებაა. თბილისი, პრაქტიკულად, ჰარამხანების ქალაქად გადაიქცა... უცხოელები ქართულ მიწას ჭიანჭველებივით შეესივნენ"...

Geworld.ge, 11 მარტი

ზვიად ტომარაძე, დემოგრაფიულიგანვითარების ფონდი: "მცხეთის რაიონში ხუთი არაბული სოფლის გაშენების საშიშროება არსებობს....აშკარაა, ეს მიწები შესყიდულია სახლების ასაშენებლად და შესაძლოა, მალე საქართველოში არაბული დასახლებები გაჩნდეს."

Geworld.ge, 12 მარტი

საქართველოს მიწის გუშაგის განცხადება: "ფართოდ უნდა გაცხადდეს საქართველოს საზოგადოების ერთობლივი აზრი, რომ ხელისუფლების განზრახვა, უცხოელებისთვის ხელოვნურად გაღატაკებული გლეხების მიწის მიყიდვისა არის კანონსაწინააღმდეგოდ მოპოვებულის გაყიდვა და რომ ასეთი ნასყიდობები გაუქმდება."

თურქოფობია

ობიექტივი, ღამის სტუდია, 15 მარტი

მერაბ შათირიშვილი, ქართული სინამდვილე - ერის კაცთა სათათბირო: "ნახეთ, რა ხდება აჭარაში, ბათუმში პირველ სართულზე ქართულს ვერ გაიგონებ... აქედან მასალები სამშენებლო, ეზოებს ყიდულობენ, სახლებს ყიდულობენ... ძველ თბილისში, აგერ ჩემი მეგობრის ეზოში თურქმა სახლი იყიდა"...

არმენოფობია

Geworld.ge, 11 მარტი

გიორგი გაჩეჩილაძე, ავტორი: "წლების განმავლობაში ჩვენი მეზობელი სომხების ორგანიზებულ მცდელობას ქართული კულტურული თუ ნაციონალური მემკვიდრეობის მისასაკუთრებლად სათანადო პასუხი უნდა გაეცეს... სომხები ქართულ ტაძრებსა და ეროვნული კულტურის ძეგლებს გვედავებიან და რა გასაკვირია, რომ ჩვენი კერძების ან ღვინის დასაკუთრება მოინდომონ?!"

ეთნიკური იდენტობის დაუსაბუთებელი მითითება

ასავალ-დასავალი, 9-15 მარტი, საქინფორმი, 10 მარტი

არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმის მთავარი რედაქტორი: " ჩვენ უსააკოვოდ რამენაირად გავძლებთ!"

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია

ასავალ-დასავალი, 9-15 მარტი

დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი: "აღმოჩნდა, რომ ზომბირებულ და „უფშვიტინე“ ნინია კაკაბაძეს ქმარი “ურიკინე“ და „დასხივებული“ ჰყავს, რომელსაც ამ რამდენიმე დღის წინათ პირში კუჭი აეშალა და ჟურნალ ტაბულას ფურცლებზე დაახლოებით ისეთივე რელაცია „გამოაცხო“, როგორსაც 90-იანი წლების დასაწყისში იეღოველების ჯაშუშები ადგენდნენ, რათა ავადსახსენებელი „საგუშაგო კოშკისთვის“ საქართველოში თავიანთი შევბნელი მოღვაწეობით ესიამოვნებინათ."

Geworld.ge, 11 მარტი

ბასილი მკალავიშვილი, მღვდელი: "... თქვენ მიერ დასახელებული მინისტრებიდან ერთ-

ერთი, როცა ჩვენ იეღოველთა სექტისაღვირახსნილობასა და პროზელიტიზმს ვებრძოდით, მათ გვერდით იდგა და გვიპირისპირდებოდა."

ობიექტივი, ღამის სტუდია, 14 მარტი

მაყურებელი: "რა თქმა უნდა, მართლმადიდებლობამ მოგვიტანა საქართველო და თქვენისთანა ხალხმა... და იცით, რა არის აი, ეს იაღოველები კიდევ... კი ბატონო, აი, მუსულმანებსაც ვიტანთ, რა თქმა უნდა, უძველესი რელიგიაა ესეც, რომლებიც ქრისტეს არ სცნობენ, მაგრამ აი, ეს იეღოვა რატომ გვახვევს თავს თავის ამ იაღოვურ რაღაცას?"

ჰომოფობია

კვირის პალიტრა და Geworld.ge 12 მარტი, რეპორტიორი, 13 მარტი

ლევან ვასაძე, ბიზნესმენი: "ფაშიზმისა და მამათმავლობის მედიაში დაშორიშორება მხოლოდ ბოლო წლებში მოხდა, როდესაც შენმა [გიგი უგულავა] პატრონებმა გადაწყვიტეს, მამათმავლობის პროპაგანდა ოჯახების დასანგრევად გამოეყენებინათ და "თავისუფლების დროშით" გათითოკაცებული ადამიანები სამომხმარებლო ვალებსა და ხორციელი სიამოვნების მიმართ დაემონებინათ და ამიტომ მისი ფაშიზმის გვერდით დგომა აღარ გამოადგებოდათ. მანამდე კი, ფაშიზმი და მამათმავლობა მშვიდად კოჰაბიტირებდნენ დასავლურ კლიშეებში".


Geworld.ge, 11 მარტი

ბასილი მკალავიშვილი, მღვდელი: "ჰომოსექსუალიზმი- ლესბოსელობა, მამათმავლობა და სხვა გაუკუღმართებული გადახრები უდიდესი ცოდვა, ავადმყოფობა და დანაშაული რომ არის, დღეს ბავშვმაც კი იცის."

კავკასია, სპექტრი, 12 მარტი

ვაჟა აბაკელია, იურისტი: "მარტო მაინცდამაინც ის ერთსქესიანი ქორწინებები, რომ გადმოგაქვთ, სხვა რამე გადმოვიღოთ ისეთი, რომელიც წაადგება ქალაქს"...

Geworld.ge, 13 მარტი

ციცი ომანიძე, ჟურნალისტი: "რაც შეეხება არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების მიმართ თქვენს დამოკიდებულებას…?"

ზურაბ მანჯავიძე, მომღერალი: "...ვცდილობ, დისტანცია დავიცვა, არ შევდივარ მათთან ახლო ურთიერთობაში და არ ვმეგობრობ. რაც შეეხება გეი აღლუმს, ამის სასტიკი წინააღმდეგი ვარ, იყვნენ თავისთვის, მაგრამ არაა საჭირო ამის აფიშირება და გრანტების გამო რაღაცების კეთება"... 

კვირის ქრონიკა, 9-15 მარტი

გიორგი ჭიქიაშვილი, ჟურნალისტი: "სახელმწიფო სადაცაა, ერთ დიდ საქათმედ გადაიქცევა და პოლიტიკური დღის წესრიგის განმსაზღვრელებად ერთი ადგილის მიმცემები, ანუ "ადამიანის უფლებებში ვერ გარკვეული" ხალხის ტერმინით რომ ვთქვათ, "ნომრიანი" პედერასტები მოგვევლინებიან. ზოგადად, ქვეყანაში, სადაც სათავეში რესპუბლიკური პარტიაა, ხოლო ნაცკრიმინალების ხროვა მთავარ ოპოზიციად იწოდება, პედერასტობის აპოლოგეტთა სიმრავლე რა გასაკვირია"...

საქინფორმი, 10 მარტი

ბექა ცხადაძე, საინიციატივო ჯგუფის წევრი: „გეებს ჩვენ არ ვებრძვით, მაგრამ მიუღებელია საზოგადოებაში ამის პროპაგანდა და სტუდენტური კონფერენციის ჩატარება.

ობიექტივი, ღამის სტუდია, 14 მარტი

მიშა გომიაშვილი, მსახიობი:... მირტყავენ მარტო იმიტომ, რომ პიდარასტია. მარტო იმიტომ, რომ ჭუჭუ აქვს მოჭრილი...

მაკა რაზმაძე, წამყვანი: აქ არის ლაპარაკი პროპაგანდაზედა თავსმოხვეულ პროპაგანდას აპროტესტებდი შენ...

მიშა გომიაშვილი, მსახიობი: "კი ბატონო, ვარ ჰომოფობი, მაგრამ ტაბურექტკით და დურჩოკით არ მოვდივარ, კაცო. ვერ მივიღებ ვერასოდეს საქართველოში ორი კაცის ოჯახს. და შვილი რომ აიყვანონ, რა უნდა დაუძახოს, კაცო, იმან ? დედა თუ მამა?"..

გენდერული სტერეოტიპები

Geworld.ge, 13 მარტი

ზურაბ მანჯავიძე, მომღერალი : " ძირითადი შემომტანი მაინც კაცი უნდა იყოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქალი არ უნდა მუშაობდეს. გადამწყვეტი სიტყვა, ოღონდ არა ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილება, კაცს უნდა ეკუთვნოდეს. პატრიარქალური ოჯახის მომხრე ვარ. ოჯახს ეს საძირკველი რომ ერღვევა, მერე ხდება გაუკუღმართება, კაცი უნდა იყოს შემომტანიც, წარმმართველიც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქალის უფლებები უნდა ირღვეოდეს. "

კვირის პალიტრა, 13 მარტი

ფატიმა ალმაზოვი, კაბალის მცხოვრები: "ჩვე­ნი ქმა­რი რო­გორც იტყ­ვის, ისე ვიქ­ცე­ვით, ქა­ლი კაცს უნ­და და­ე­მორ­ჩი­ლოს".

ნოვრუზ ალმაზოვი, კაბალის მცხოვრები, მოლა: "სა­ლია უფ­რო მა­მა­ცი ქა­ლი­ა, ყვე­ლა­ფე­რი იცის, ყვე­ლას იც­ნობს. მე ვარ მა­თი უფ­რო­სი და რასაც მინ­და, იმას ვა­ვა­ლებ..."

ასავალ-დასავალი, 9-15 მარტი

სოფო ხაჭაპურიძე, მსახიობ დათო ქაცარავას მეუღლე: ..."რატომ სურს ამ ადამიანს [კესარიას] „მე ქალი ვარ“ იყოს, არ მესმის."

ანტიდასავლური განწყობები

იმედია, ქრონიკა, 11 მარტი

გოგი თოფაძე, უმრავლესობის დეპუტატი: "ხომ იციან ამ პოლიტიკოსებმა, რომ ეს დაღუპავს ჩვენს ქვეყანას? წარმოიდგინეთ შემოვიდა ნატო საქართველოში, კავკასიის ქედზე დააყენა ბალისტიკური რაკეტები და პირდაპირ კრემლში პუტინის კაბინეტს დაუმიზნა, ამის საშუალებას მოგვცემს რუსეთი? მონაგონი იქნება უკრაინა. გეუბნება რუსეთი არ გინდა ნატო მოდით ვილაპარაკოთო და შენ კიდევ ნატოში გინდა. ნატო რის მშველელია?"


მაესტრო, მაესტრო 9ზე, 11 მარტი

გოგი თოფაძე, ქართული ოცნება: "გაგახსენებთ, ნატომ როგორ გახლიჩა იუგოსლავია შუაგულ ევროპაში. როგორ გადაკიდა დღესაც სერბები და ალბანელები, კოსოვოელები. რა მოაწყო ერაყში..."

რეზონანსი, 12 მარტი

გოგი თოფაძე, ქართული ოცნება: "რაც ნატო-მ ბოლო 20 წელიწადში გააკეთა, არ მგონია რომელიმე ქვეყანა მის გვერდით დადგომას ფიქრობდეს." 

ინტერპრესნიუსი, 10 მარტი

გოგი თოფაძე, პარლამენტარი: "იცის ამას მოჰყვება ძალიან სერიოზული პრობლემები"... "ნატოსგან ნახეირები ქვეყანა მე ჯერ არ ვიცი"

Geworld.ge, 12 მარტი

გოგი თოფაძე, ქართული ოცნება: "ნატოში საქართველოს შესვლა დიდ ეროვნულ ტრაგედიას გამოიწვევს... და არც ნატო გვჭირდება და არც ევროკავშირი."

ინტერპრესნიუსი, 10 მარტი

ნინო ბურჯანაძე, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა: "ეს [საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სტუმრობა აშშ-ს სენატში] არის პირდაპირი შეურაცხყოფა ჩვენი სახელმწიფოსი...რას ნიშნავს განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთი პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტს?"

რეპორტიორი, 13 მარტი

ლევან ვასაძე, ბიზნესმენი: "...გააგრძელა გლენ ბეკისეული ბუშ–ჩეინის ნეოკონების კლანის მიერ მილიონამდე მაჰმადიანი არაბისა და ავღანელის გენოციდი ახლო აღმოსავლეთში, შეაიარაღა და ფერად რევოლუციებში შვა ბაშარ ალ ასადის მოწინააღმდეგე ისლამური სახელმწიფო, რომელიც ამჟამად თავებს ჰკვეთს და აუპატიურებს ქრისტიანებსაც და მუსულმანებსაც... საერთოდ, ამერიკის საგარეო უწყების პრიორიტეტად კაცობრიობის საუკუნოვანი წეს-წყობილების შეცვლა და პლანეტის ძალადობრივი სოდომიზაცია გამოაცხადა, უკრაინა ააფეთქა მორიგი ანტიკონსტიტუციური გადატრიალებით“...

კვირის ქრონიკა, 9-15 მარტი, რეპორტიორი, 13 მარტი

ელიზბარ ჯაველიძე, სახალხო კრება: "ნორლანდის ჭკუის და ვიღაც კახპა დედაკაცის, ვიქტორია ნულანდის გადასაწყვეტია საქართველოს ბედი?..საქართველო აღარ იქნება,ამის მიღწევა უნდათა მათ, რაც არის ამერიკელების მიზანი, ქართველების გარეშე, საქართველოს ტერიტორია,რომ საჰაერო სივრცე მიმართონ რუსეთისკენ"...

Geworld.ge, 11 მარტი

ბასილი მკალავიშვილი, მღვდელი: "ოკეანის გაღმელთა მკაცრი გაფრთხილებაა, რომ, თუ მამათმავლების უფლებებს არ დავიცავთ და არ მივცემთ მათ თავისუფალი ქმედების არეალს, არც ევროპაში, არც ნატოში არ მიგვიღებენ. ეს უზნეობა რუსეთში აკრძალულია, ჩვენ კი თავს გვახვევენ".

Geworld.ge, 12 მარტი

გრიშა ონიანი, სტალინის საზოგადოება:"...აქ ის ხალხი იქნება,რომლებშიც ამერიკულმა სულმა მამაკაცების მუცელში სპერმა ჩათესლა და ახლა იმ მამაკაცებს ტყუპი ბიჭი უნდა ეყოლოთ".

Geworld.ge, 12 მარტი

ელიზბარ დიაკონიძე, მღვდელი: "თუ კარგად გავაანალიზებთ, მივხვდებით, რომ ამერიკაზე დიდი მტერი ქართველებს არ გვყავს და არც არასდროს გვყოლია.სწორედ ეს უზარმაზარი მონსტრი სახელმწიფო აპირებს ჩვენს ჩაყლაპვას...

მე კი ნატოს კარზე კაკუნი სატანის კარზე კაკუნს მაგონებს, ვიდრე უფლის კარზე კაკუნს."

ობიექტივი, ღამის სტუდია, 15 მარტი

მერაბ შათირიშვილი, ქართული სინამდვილე - ერისკაცთა სათათბირო: "ვის უნდა ასწავლონ დემოკრატია [ევროკავშირმა]? ბოლო საუკუნეში 3 ათასი ეგვიპტელი მარტო შერეკეს ზღვაში ფრანგებმა ნაპოლეონის დროს და დახიშტეს. სისხლით იყო გაწითლებული სულ მთელი სანაპირო... 

იმ დონეზეა, ისე მაღალ ტემპერატურაზეა აყვანილი ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ფაქტიურად, ქვეყანა შაგრენის ტყავივით პატარავდება"...

ლევან ჩაჩუა, ქართული იდეა: "ჩვენ ვართ მანიპულირების ობიექტი დასავლეთის ხელში და სულ არ ადარდებს დასავლეთს არც უკრაინაში დაღვრილი სისხლი და არც საქართველოში დაღვრილი 2008 თუ ეხლა რაც დაიღვრება, თუ აქ სიტუაცია აირევა"...

დავით მხეიძე, პუბლიცისტი: "...ეს არის იდეოლოგია. ნეოლიბერალური იდეოლოგია... ამაშია საშიშროება, რომ ამას გიკანონებენ, რომ ეს ერთსქესიანი ქორწინება კი არ არის ნორმიდან ამოვარდნა... ოჯახის ინსტიტუტზე მიდის შეტევა...მამამ რომ შვილს ყური აუწიოს, შვილს შეუძლია, სასამართლოში უჩივლოს."

ნეტგაზეთი, 10 მარტი, ტაბულა, ფოკუსი, საქინფორმი, 12 მარტი

სპირიდონ აბულაძე, ეპისკოპოსი: „ამდენად, ძალიან გულსატკენია ის, რომ გარკვეული ძალების, მესამე ძალების წაქეზების და არამართლმადიდებლების ძალიან დიდი მზაკვრობით, მოხდა ძმათაშორის [რუსები და უკრაინელები] სისხლისღვრა...

რეპორტიორი, 15 მარტი

გიორგი გიგაური, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი: "ამერიკელებმა ათობით ათასი ბავშვი რომ მოკლეს და დაასახიჩრეს ერაყში, ეგვიპტეში, ლიბიასა თუ სირიაში დაგეგმილ სახელმწიფო გადატრიალებებისას, ეს,"დემოკრატიისთვის ბრძოლაა", ხოლო თუ საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოსაყალიბებლად, ყელამდე სისხლში ამოთხვრილი,ყოფილ მაღალჩინოსანთა დასჯა გადაწყვიტეს, ეს თურმე, შემაშფოთებელი და არა დემოკრატიულია!მოდი და,ნუ იტყვი ამის შემდეგ, ყველამ თავის ბოზ ამერიკელ მამიდას მიხედოსო!"

Geworld.ge, 11 მარტი

თამარ დავითულიანი, ავტორი: "ხომ საყოველთაოდ არის ცნობილი,რომ ამერიკელები,თუ 15 სახეობის ნაყინი არ აქვთ(ანანასებზე რომ არაფერი ვთქვათ),ისე ვერ ხოცავენ მშვიდობიან მოსახლეობას ავღანეთსა და ერაყში!"

Geworld.ge, 11 მარტი

გიორგი კორძაძე, ავტორი: "დიდი ხანია, ამერიკის შეერთებულ შტატებს შერჩა მხოლოდ ერთი საექსპორტო საქონელი სახელწოდებით _ დესტრუქცია, გნებავთ, მოშლა, განადგურება".

Geworld.ge, 12 მარტი

სათაური: "ჯოჯოხეთის გამონათება, ანუ “სიკვდილის სექტის” ზრახვანი" [იგულისხმება ამერიკის პოლიტიკა]

Geworld.ge, 13 მარტი

სათაური: "გენოციდის შეერთებული შტატები"

ალექსანდრე ჭაჭია, პოლიტოლოგი: "სამწუხაროდ, სწორედ ასეთი სისხლ მოწყურებული კაციჭამიები და მათ ზურგს უკან მდგარი გაუმაძღარი კორპორაციები განაგებენ ამერიკას”...

ობიექტივი, ღამის სტუდია, 15 მარტი

ტელემაყურებელი: "ჩვენ გვჭირდება მენტალური გადარჩენა, ფიზიკური გადარჩენაც და აქედან გამომდინარე, რუსეთთან აუცილებლად უნდა შევიდეთ... მერე უნდა დავიწყოთ ბრძოლა, იმისთვის, რომ როგორმე, როგორც საბერძნეთში ხდება, გავიყვანოთ ეს ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიიდან. "

ბიულეტენის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-­ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID მეშვეობით

იქნა გაწეული. მის შინაარსზე პასუხისმგებელია MDFდა ის შესაძლოა, არ ასახავდეს USAID-ის და აშშ-­ის მთავრობის შეხედულებებს.

მედიის განვითარების ფონდი

http://www.mdfgeorgia.ge

info@mdfgeorgia.ge

Facebook Twitter Youtube